https://sputnik-georgia.com/20220505/savi-lomi-portugaliasi-gamegzavra-7-maiss-supertasis-finalia-266452891.html
„შავი ლომი“ პორტუგალიაში გაემგზავრა - 7 მაისს სუპერთასის ფინალია
„შავი ლომი“ პორტუგალიაში გაემგზავრა - 7 მაისს სუპერთასის ფინალია
Sputnik საქართველო
„შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალში პორტუგალიურ კლუბს დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 05.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-05T17:39+0400
2022-05-05T17:39+0400
2022-05-05T22:24+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262788029_0:38:1441:848_1920x0_80_0_0_db5a30d7769060853314cb459c8b8d41.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. რაგბის პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაემგზავრა, სადაც 7 მაისს ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს.„შავი ლომი“ ფინალურ დაპირისპირებაში ადგილობრივ „ლუზიტანუშს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. პორტუგალიაში წასვლამდე ქართულმა გუნდმა შევარდენის ბაზაზე სამდღიანი შეკრება გაიარა.„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მომავალი მატჩისთვის პოზიტიურად არის განწყობილი. მაისაშვილის განცხადებით, ფინალისთვის მის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე სრულ მზადყოფნაშია.„შავი ლომის“ მომავალმა მეტოქემ, „ლუზიტანუშმა“ სუპერთასი დაუმარცხებლად განვლო და ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო, ნახევარფინალში კი მათ ისრაელის წარმომადგენელ „თელავივ ჰითს“ ანგარიშით 42:26 სძლიეს. თავის მხრივ „შავმა ლომმა“ ნახევარფინალში ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/0b/262788029_15:0:1412:1048_1920x0_80_0_0_f6b7d13d05f7f0737c5ed11f916da081.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
„შავი ლომი“ პორტუგალიაში გაემგზავრა - 7 მაისს სუპერთასის ფინალია
17:39 05.05.2022 (განახლებულია: 22:24 05.05.2022) „შავი ლომი“ ევროპის სუპერთასის ფინალში პორტუგალიურ კლუბს დაუპირისპირდება. შეხვედრა 7 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. რაგბის პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაემგზავრა, სადაც 7 მაისს ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს.
„შავი ლომი“ ფინალურ დაპირისპირებაში ადგილობრივ „ლუზიტანუშს“ შეხვდება. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. პორტუგალიაში წასვლამდე ქართულმა გუნდმა შევარდენის ბაზაზე სამდღიანი შეკრება გაიარა.
„შავი ლომის“ მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი მომავალი მატჩისთვის პოზიტიურად არის განწყობილი. მაისაშვილის განცხადებით, ფინალისთვის მის განკარგულებაში მყოფი ყველა მოთამაშე სრულ მზადყოფნაშია.
„ფინალს ფსიქოლოგიურად განსხვავებული დატვირთვა აქვს და მზადებაც შესაბამისია. გამარჯვებას ის გუნდი მოიპოვებს, ვინც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს და ეს ბიჭებს კარგად აქვთ გააზრებული. მოწინააღმდეგე სწრაფი გუნდია. ისინი ეცდებიან თამაში ააჩქარონ და თავისი შანსი გამოიყენონ“, – განაცხადა მაისაშვილმა.
„შავი ლომის“ მომავალმა მეტოქემ, „ლუზიტანუშმა“ სუპერთასი დაუმარცხებლად განვლო და ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე თამაში მოიგო, ნახევარფინალში კი მათ ისრაელის წარმომადგენელ „თელავივ ჰითს“ ანგარიშით 42:26 სძლიეს. თავის მხრივ „შავმა ლომმა“ ნახევარფინალში ესპანური „იბერიანსი“ 43:40 დაამარცხა.