https://sputnik-georgia.com/20220505/saqartvelosi-saskolo-eqskursiebis-catarebis-wesebi-seicvala-266457663.html
საქართველოში სასკოლო ექსკურსიების ჩატარებაზე შეზღუდვები ამოქმედდა
საქართველოში სასკოლო ექსკურსიების ჩატარებაზე შეზღუდვები ამოქმედდა
Sputnik საქართველო
სრულწლოვან პირებს შორის მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევებს
2022-05-05T20:31+0400
2022-05-05T20:31+0400
2022-05-05T23:09+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_329fb270c673008fc4d9a80c6c0146bd.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოში მოსწავლეებისთვის დაიშვება მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიები, თანაც მათი ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.სრულწლოვან პირებს შორის მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევებს.ორგანიზატორმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე. ექსკურსიის ხელმძღვანელს ასევე უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.დაუშვებელია ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც ტექდათვალიერება გავლილი არ ექნება. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.გასულ ზაფხულს დასავლეთ საქართველოში სასკოლო ექსკურსიის დროს 14 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბიჭი ფოტოს გადასაღებად კლდეზე ავიდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.უბედური შემთხვევა ექსკურსიაზე ასევე 2019 წლის ივნისში ყინწვისში მოხდა. მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედია 2018 წლის ივნისშიც მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.ამ ტრაგიკული ინციდენტების შემდეგ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსკურსიების ჩატარების წესების გამკაცრების შესახებ და სკოლებისთვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/01/250765017_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7012d73106f6dd371222187ba65cbf22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო სასკოლო ექსკურსიები ჩატარება შეზღუდვები
საქართველო სასკოლო ექსკურსიები ჩატარება შეზღუდვები
საქართველოში სასკოლო ექსკურსიების ჩატარებაზე შეზღუდვები ამოქმედდა
20:31 05.05.2022 (განახლებულია: 23:09 05.05.2022) სრულწლოვან პირებს შორის მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევებს.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საქართველოში მოსწავლეებისთვის დაიშვება მხოლოდ ერთდღიანი ექსკურსიები, თანაც მათი ადგილის შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ მანძილი სკოლიდან ლოკაციამდე 150 კმ-ს არ აღემატებოდეს, ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
გარდა ამისა, სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით, მნიშვნელოვანია, რომ ექსკურსიის დროს არასრულწლოვნები არ მოხვდნენ მდინარისა და წყალსაცავების მიმდებარე ტერიტორიაზე, მეწყერსაშიშ და სხვა დაუცველ ტერიტორიებზე.
სრულწლოვან პირებს შორის მინიმუმ ერთი ადამიანი უნდა ფლობდეს პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევებს.
ექსკურსიის ორგანიზატორი პასუხისმგებელია მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე მან უნდა წარადგინოს ტრანსპორტის გამართულობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მძღოლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და შესაბამისი კატეგორიის ავტომანქანის მართვის უფლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
ორგანიზატორმა ასევე უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას და პერსონალური პასუხისმგებლობით იღებს გადაწყვეტილებას ექსკურსიის განხორციელების ან განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა ექსკურსიაში მოსწავლის მონაწილეობის შესახებ, თუ მოსწავლის წარმომადგენელი არ ახლავს მას ექსკურსიაზე. ექსკურსიის ხელმძღვანელს ასევე უნდა ჰქონდეს მონაწილე მოსწავლეებისა და მშობლების მონაცემები, მათ შორის, ინფორმაცია მონაწილე მოსწავლის სპეციალური საჭიროებების შესახებ.
დაუშვებელია ისეთი სატრანსპორტო საშუალების გამოყენება, რომელსაც ტექდათვალიერება გავლილი არ ექნება. სატრანსპორტო საშუალებაში უნდა იყოს განთავსებული პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა. საკვები პროდუქტების ტრანსპორტირება უნდა ხორციელდებოდეს სანიტარული პირობების დაცვით.
გასულ ზაფხულს დასავლეთ საქართველოში სასკოლო ექსკურსიის დროს 14 წლის მოზარდი დაიღუპა. შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბიჭი ფოტოს გადასაღებად კლდეზე ავიდა, მაგრამ ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
უბედური შემთხვევა ექსკურსიაზე ასევე 2019 წლის ივნისში ყინწვისში მოხდა. მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ტრაგედია 2018 წლის ივნისშიც მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი ხევში გადაიჩეხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.
ამ ტრაგიკული ინციდენტების შემდეგ განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება ექსკურსიების ჩატარების წესების გამკაცრების შესახებ და სკოლებისთვის საჭირო რეკომენდაციები შეიმუშავა.