https://sputnik-georgia.com/20220505/saakasvilis-sasamartlo-procesi-gadaido-eqs-prezidenti-sxdomas-ver-daeswro-266458677.html
სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო - ექს-პრეზიდენტი სხდომას ვერ დაესწრო
სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო - ექს-პრეზიდენტი სხდომას ვერ დაესწრო
Sputnik საქართველო
დაცვის მხარე ითხოვს, რომ სასამართლომ დაავალოს პენიტენციურ სამსახურს პატიმრისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა
2022-05-05T21:40+0400
2022-05-05T21:40+0400
2022-05-05T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266427036_0:134:1280:854_1920x0_80_0_0_d5462c3470381424a434ebd4533766ec.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. სასამართლოს სხდომა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე 11 მაისისთვის გადაიდო.ექს-პრეზიდენტი სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო. სხდომის გადატანის მიზეზი კი გახდა პენიტენციური სამსახურისა და ადვოკატების მიერ წარმოდგენილ ოქმებს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზი. პირველი დოკუმენტი არის 3 მაისით დათარიღებული, მეორე – 5 მაისით.იმის გამო, რომ გაურკვეველია, რა პოზიცია აქვს ახლა სააკაშვილს და სურს თუ არა ექს-პრეზიდენტს, რომ საქმე მის დაუსწრებლად განიხილებოდეს, პროკურორმა სხდომის გადადება ითხოვა.თავის მხრივ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ და პროკურორებმა უარი თქვეს განეხილათ მათი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხს.როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარეს სურდა, რომ სასამართლომ დაავალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს პატიმარი საჭირო სამედიცინო მომსახურებით.„სამწუხაროდ, იმ პირობებშიც კი, როდესაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება საქმე, მათ არ ძალუძთ აშკარად უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმა და არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.ადვოკატების უკმაყოფილების მიუხედავად, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მხოლოდ ბრალდების მხარის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.კობახიძე: სააკაშვილი სიმულანტობით საპატიმროდან თავის დაღწევას ცდილობს >>ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.2 მაისს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ახლა სააკაშვილის ოჯახი მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით გეგმავს საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციას.საქმის დეტალებისააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266427036_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_e68e123488b821e72a11a99e8fdbc72b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი გადადება საზღარი კვეთა ექს-პრეზიდენტი სხდომა
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესი გადადება საზღარი კვეთა ექს-პრეზიდენტი სხდომა
სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო - ექს-პრეზიდენტი სხდომას ვერ დაესწრო
21:40 05.05.2022 (განახლებულია: 23:18 05.05.2022) დაცვის მხარე ითხოვს, რომ სასამართლომ პენიტენციურ სამსახურს პატიმრის საჭირო სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა დაავალოს.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. სასამართლოს სხდომა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე 11 მაისისთვის გადაიდო.
ექს-პრეზიდენტი სასამართლო სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრო. სხდომის გადატანის მიზეზი კი გახდა პენიტენციური სამსახურისა და ადვოკატების მიერ წარმოდგენილ ოქმებს შორის არსებული ტექნიკური ხარვეზი. პირველი დოკუმენტი არის 3 მაისით დათარიღებული, მეორე – 5 მაისით.
„დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი იყო ორი წერილი, რომელთაგან ერთში ბრალდებული ითხოვდა სხდომის მის გარეშე ჩატარებას მხოლოდ შუამდგომლობების ნაწილში, რაც სამართლებრივი ნონსენსია. მეორე შემთხვევაში გვქონდა პენიტენციური დაწესებულების წერილი, სადაც ბრალდებული სააკაშვილი აცხადებდა ყველაფერზე უარს”, – აღნიშნა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
იმის გამო, რომ გაურკვეველია, რა პოზიცია აქვს ახლა სააკაშვილს და სურს თუ არა ექს-პრეზიდენტს, რომ საქმე მის დაუსწრებლად განიხილებოდეს, პროკურორმა სხდომის გადადება ითხოვა.
თავის მხრივ, ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლემ და პროკურორებმა უარი თქვეს განეხილათ მათი შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების საკითხს.
როგორც საძაგლიშვილმა აღნიშნა, დაცვის მხარეს სურდა, რომ სასამართლომ დაავალოს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს – მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს პატიმარი საჭირო სამედიცინო მომსახურებით.
„სამწუხაროდ, იმ პირობებშიც კი, როდესაც ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეხება საქმე, მათ არ ძალუძთ აშკარად უკანონო დავალების შესრულებაზე უარის თქმა და არ გააჩნიათ პასუხისმგებლობის გრძნობა იმაზე, თუ რა შედეგები შეიძლება დადგეს“, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ადვოკატების უკმაყოფილების მიუხედავად, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მხოლოდ ბრალდების მხარის მოთხოვნები დააკმაყოფილა და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 11 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
2 მაისს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. ახლა სააკაშვილის ოჯახი მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით გეგმავს საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციას.
სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგაც საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, სამშობლოში არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა და იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ქვეყანაში არალეგალურად ყოფნის პერიოდში იგი რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში იმყოფებოდა.
საქმის მასალების თანახმად, 2021 წლის 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ელგუჯა ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
საზღვრის უკანონო კვეთის საქმის გარდა, სასამართლო სააკაშვილის წინააღმდეგ იხილავს კიდევ ორ საქმეს. ერთი ეხება 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივ დარბევას, მეორე – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვას, რომელსაც „პიჯაკების საქმე“ უწოდეს.