https://sputnik-georgia.com/20220505/respublikursaavadmyopos-samedicino-teqnika-gadaeca-266446918.html
რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა
რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა
Sputnik საქართველო
ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სფერო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის... 05.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-05T15:18+0400
2022-05-05T15:18+0400
2022-05-05T21:40+0400
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
იაპონია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/05/266443183_0:32:1024:608_1920x0_80_0_0_9f8d2aba090c6f3adc1c7ff5a61ad11a.jpg
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. იაპონიის მთავრობამ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (თბილისი რესპუბლიკური საავადმყოფო) 1,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო ავრცელებს.პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას და კლინიკის სათანადო ტექნიკით აღჭურვას. პროექტი პერსონალის გადამზადებასაც მოიცავს.ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მისი მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები. აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სფერო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან იღებს.„ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დროს იყო კოვიდ-კლინიკა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზეა. გადმოცემული ტექნიკის საშუალებით რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვნად გააფართოვებს სერვისებს და მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს“, – განაცხადა აზარაშვილმა.საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი.
საქართველო
იაპონია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/05/266443183_86:0:938:639_1920x0_80_0_0_5d586fa87072c83209407fe458c63c5b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, იაპონია , საზოგადოება, ახალი ამბები
რესპუბლიკური საავადმყოფო ახალი სამედიცინო ტექნიკით აღიჭურვა
15:18 05.05.2022 (განახლებულია: 21:40 05.05.2022) ზურაბ აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სფერო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან იღებს.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. იაპონიის მთავრობამ აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას (თბილისი რესპუბლიკური საავადმყოფო) 1,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების უახლესი სამედიცინო ტექნიკა გადასცა. ინფორმაციას საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრო ავრცელებს.
პროექტი მიზნად ისახავს კლინიკის დიაგნოსტიკური და სამკურნალო შესაძლებლობების გაძლიერებას და კლინიკის სათანადო ტექნიკით აღჭურვას. პროექტი პერსონალის გადამზადებასაც მოიცავს.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, მისი მოადგილე ილია ღუდუშაური, იაპონიის საგარეო საქმეთა საპარლამენტო ვიცე-მინისტრი ტარო ჰონდა, იაპონიის საელჩოს და JICA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელები.
აზარაშვილმა იაპონიის მთავრობას მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც საქართველოს ჯანდაცვის სფერო იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსგან იღებს.
„ეპიდვითარების გაუმჯობესების ფონზე სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც პანდემიის დროს იყო კოვიდ-კლინიკა, ჰიბრიდულ რეჟიმზე გადაწყობის ეტაპზეა. გადმოცემული ტექნიკის საშუალებით რესპუბლიკური საავადმყოფო მნიშვნელოვნად გააფართოვებს სერვისებს და მოქალაქეებს კიდევ უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას შესთავაზებს“, –
განაცხადა აზარაშვილმა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას 2021 წლის ივლისში მოეწერა ხელი.