რეგიონების სკოლებს მუსიკალურ ინსტრუმენტებს გადასცემენ

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიროიალი
როიალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
7 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტების ფონდის შესავსებად ჯამში 100-ზე მეტ ინსტრუმენტს შეიძენენ.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
უწყებამ გამარჯვებული პროექტების სრული სია გამოაქვეყნა:
„ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო სკოლებში ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლათა გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი - 2; ფორტეპიანო - 4; ვიოლინო - 4; კლასიკური გიტარა (ექვსსიმიანი) - 2. ყველა 12 ინსტრუმენტი თანაბრად გადანაწილდება ლანჩხუთისა და სუფსის სამუსიკო სკოლებში.
„ინსტრუმენტების შეძენა ნინოწმინდის სამუსიკო სკოლისთვის“, განმახორციელებელი - ნინოწმინდის სამუსიკო სკოლა. შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი - 1; ფორტეპიანო - 2;
„საესტრადო საკრავების შემსწავლელი სექციის ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი - სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრი. შესაძენი ინსტრუმენტი - ელექტროსინთეზატორი - 1;
„ქუთაისის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის და მუსიკალური სკოლებისთვის დეფიციტური სასულე ინსტრუმენტების შეძენა“, განმახორციელებელი - ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტები: ფლეიტა, კლარნეტი, საქსოფონი, ვალტორნა, საყვირი, ტრომბონი - სულ 18 ინსტრუმენტი გაერთიანებაში შემავალი 5 სკოლისთვის;
„როიალის განახლება ხაშურის სამუსიკო სკოლაში“, განმახორციელებელი - ხაშურის მუნიციპალიტეტის სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტი - 1 როიალი ხაშურის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზისთვის;
„მუსიკა ჩვენი მომავლისათვის“, განმახორციელებელი - დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი. შესაძენი ინსტრუმენტი - 9 ფორტეპიანო დუშეთის მუნიციპალიტეტის (ფასანაური, ჟინვალი, დუშეთი) 3 სამუსიკო სკოლისთვის;
„სამუსიკო სასწავლებელში ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი - არჩილ ხორავას სახელობის სკოლისგარეშე სახელოვნებო სასწავლებელი (ფოთი). შესაძენი ინსტრუმენტები: აზიური ბას-გარმონი - 1; საქსოფონი - 10; საყვირი - 10; ფლეიტა - 4; კლარნეტი - 10; ვიოლონჩელო - 10 (ჯამში 45 ინსტრუმენტი). აღნიშნული ინსტრუმენტების შეძენის შედეგად სასწავლებელში აღდგება სასულე ჩასაბერი ინსტრუმენტების განყოფილება:
„სამუსიკო სკოლებში ინსტრუმენტების განახლება“, განმახორციელებელი - კულტურისა და სახელოვნებო სკოლების დაწესებულებების გაერთიანება (კასპი). შესაძენი ინსტრუმენტები: როიალი - 2; ფორტეპიანო - 10, გაერთიანებაში შემავალი კასპის სამუსიკო სკოლისთვის.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტში მუსიკის და ხელოვნების სფეროს ხელშეწყობისთვის მუსიკალური ინვენტარის განახლება“, განმახორციელებელი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სამუსიკო (სახელოვნებო) სკოლების გაერთიანება. შესაძენი ინსტრუმენტები - 2 როიალი;
„ბათუმის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში ინსტრუმენტების ფონდის განახლება“, განმახორციელებელი - რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლა. შესაძენი ინსტრუმენტი - 1 როიალი.
„ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლისთვის საკონცერტო როიალის შეძენა“, განმახორციელებელი - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ელდარ შალამბერიძის სახელობის ხელოვნების სკოლა. შესაძენი ინსტრუმენტი - 1 როიალი.
სულ 7 რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის სამუსიკო სასწავლებლების ინსტრუმენტების ფონდის განახლებისა და სასწავლო-შემოქმედებითი პროცესის ხელშეწყობის მიზნით შეძენილი იქნება 105 ინსტრუმენტი.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 400 ათას ლარს.
კულტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ამავე კონკურსის ფარგლებში გამოყოფილი იყო 700 ათასი ლარი, 6 რეგიონში 13 ორგანიზაცია დაფინანსდა, შეიძინეს 160 ახალი ინსტრუმენტი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი კონკურსების ჩატარება მნიშვნელოვანია, რადგან სკოლების დიდ უმრავლესობაში ახალი ინსტრუმენტები გასული საუკუნის 70-იანი წლების შემდეგ არ შეძენილა. შესაბამისად, სასწავლებლები მუსიკალური ინსტრუმენტების მწვავე დეფიციტს განიცდიან, რაც, ცხადია, სასწავლო პროცესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ყველა ახალი ამბავი
0