ქართველი მეღვინე ქალები უცხოელი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში აღმოჩდნენ

© courtesy of the Georgian National Tourism Administration Women in Wine Expo
Women in Wine Expo - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
ახლა ქართულ ღვინოზე და საუკეთესო მეღვინე ქალებზე მთელი მსოფლიო გაიგებს.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მეღვინეობის სფეროს აშუქებენ, მედია-ტურის ფარგლებში დაესწრებიან ღონისძიებას Women in Wine Expo-2022, რომელიც კურორტ ლოპოტაზე გაიმართება, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

„ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად. ღვინის სამშობლოს შესახებ საინტერესო სტატიები დაიწერება, უფრო მეტი ადამიანი გაიცნობს საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, და მეღვინე ქართველ ქალებს, რადგან ბევრმა არ იცის, რა შრომას დებენ ქალები ღვინის კულტურაში“, – განაცხადა ჟურნალისტმა სენაი ოზდემირმა.

Women in Wine Expo 2022-ში, რომელიც 4 მაისს გაიხსნა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ქალები მონაწილეობენ. პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის და ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით იმართება.
ტურის დასრულების შემდეგ უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ღვინის ტურიზმის შესახებ სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას ევროპასა და აშშ-ში, აგრეთვე ტურისტული ნაკადების მოზიდვას მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან.
საქართველო მასპინძლობს ღვინის თემატიკაზე მომუშავე ჟურნალისტებს აშშ-დან, ნიდერლანდიდან, შვედეთიდან, ირლანდიიდან, რომლებიც სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ ისეთი გამოცემებისთვის, როგორებიცაა Wine Enthusiast, Wine Business Monthly, KenWijn Magazine, Munskänkarnas Tidning, Star Wine List and Törst; Vinyard Magazine & Hotel & Restaurant Times Ireland.
„შედეგად, ჩვენ გვექნება როგორც ბეჭდურ, ასევე ონლაინ გამოცემებში, წამყვან მედიასაშუალებებში ღვინის ტურიზმის პოტენციალის შესახებ ძალიან საინტერესო სტატიები“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
უცხოელი ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, სიღნაღს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს უკვე ეწვივნენ, გაეცნენ კახურ მეღვინეობას, დააგემოვნეს ადგილობრივი ღვინო.
ყველა ახალი ამბავი
0