Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

მჯერა, რომ დედაჩემი იმ ყველაფრით ამაყობს, რასაც ვაკეთებ - პრინცი ჰარი

© AFP 2024 / JEREMY SELWYNპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
პრინცი ჰარი დედაზე საუბრობს
ცოტა ხნის წინ 2022 წლის „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) ჩატარდა, რომლის დამფუძნებელიც პრინცი ჰარია. Invictus Games საერთაშორისო სპორტული შეჯიბრია დაჭრილი და დაშავებული სამხედროებისა და ვეტერანებისთვის, რომელშიც ქალებიც და კაცებიც ასპარეზობენ. შეჯიბრის მიზანია სამხედრო პერსონალის მოტივირება და იმის შეხსენება, რომ ტრავმების შემდეგაც კი მათი მებრძოლი სულისკვეთება უცვლელი რჩება.
მეგან მარკლი და პრინცი ჰარი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
ყვითელი ამბები
„სამეფო ტიტულები უნდა ჩამოერთვათ“ - ტრამპი მეგანს და ჰარის დაშორებას უწინასწარმეტყველებს
თამაშები პირველად 2014 წელს ჩატარდა, წელს Invictus Games-ს ნიდერლანდმა უმასპინძლა. პრინცი ჰარის თქმით, მას იმედი აქვს, რომ პრინცესა დიანა Invictus Games-ით იამაყებდა.

„იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, დედისთვის საამაყოა. იმ 12 წლის განმავლობაში, რომელიც დედასთან ერთად გავატარე, დავინახე ენერგია და სურვილი, რომლის წყალობითაც პრინცესა დიანა ყველას ეხმარებოდა მათი სტატუსის მიუხედავად. ამ მცირე ხნის განმავლობაში იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებსაც დედა ეხმარებოდა, მათთვის გაცილებით კარგი იყო“, – განაცხადა პრინცმა ჰარიმ People-თან ინტერვიუში.

პირველად Invictus Games 2014 წელს ჩატარდა, მაგრამ პანდემიის პერიოდში შეჯიბრი არ გამართულა. ახლა კი ორწლიანი პაუზის შემდეგ Invictus Games ისევ დაბრუნდა.
ყველა ახალი ამბავი
0