Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მკაცრი მშობლები მყავდა და ფიქრადაც ვერ გავივლებდი...“ - რას ნანობს მაკა რაზმაძე

© courtesy of Maka Razmadzeმაკა რაზმაძე
მაკა რაზმაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე ჟურნალ „სარკესთან“ ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომას აღიარებს და ამბობს, რომ სულ ეგონა – ექნებოდა დიდი ოჯახი და ბევრი შვილი ეყოლებოდა, თუმცა სიყვარულში არ გაუმართლა და არც შვილი ჰყავს.

„ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. ისეთ დროში გავიზარდე, როცა შვილის უქმროდ გაჩენა მიღებული არ იყო, საზოგადოების გაკიცხვას იმსახურებდა. მკაცრი მშობლები მყავდა და ფიქრადაც ვერ გავივლებდი მსგავს საქციელს. ჩემი უდიდესი პატივისცემა იმ ქალბატონებს, ვინც ამ ყველაფერს გადააბიჯეს და შვილი გააჩინეს. ისინი მართლაც გმირები არიან. ახლა ჩემთვის შვილის აყვანაც დაგვიანებულია, ასაკი არ მიწყობს ხელს და სახლიდანაც სულ გასული ვარ. თან, ბავშვს ყველა პირობა უნდა შეუქმნა, ახალგაზრდა მშობელი სჭირდება“, – ამბობს ჟურნალისტი.

ყველა ახალი ამბავი
0