გამოვლინდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერის კონკურსის გამარჯვებული

© Sputnik / Alexander Imedashviliუფლისციხე
უფლისციხე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
ფოტოებს შემდგომში გამოიყენებენ დოკუმენტურ მასალად ხუროთმოძღვრული ძეგლების სარესტავრაციო-საპროექტო დოკუმენტაციის შესაქმნელად.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოავლინა კონკურსის „ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“ გამარჯვებული პროექტი.
უწყების ცნობით, კონკურსის გამარჯვებული გახდა ბადრი ვადაჭკორიას პროექტი „შიდა ქართლის საზღვრისპირა კულტურის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“.

კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული ფოტოგრაფი შიდა ქართლის რეგიონის სხვადასხვა სოფლებში კულტურული მემკვიდრეობის 50 ძეგლის ფოტოფიქსაციას განახორციელებს. კონკურსის ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 50 ათას ლარს.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, გამარჯვებული პროექტის განხორციელების შედეგად შეიქმნება კულტურული მემკვიდრეობის სისტემატიზებული ფოტომასალა, რომელშიც ასახული იქნება ხუროთმოძღვრული ძეგლის მახასიათებელი მხატვრულ-სტილისტური ნიშნები.
ამასთან, ფოტოებს შემდგომში გამოიყენებენ დოკუმენტურ მასალად ხუროთმოძღვრული ძეგლების სარესტავრაციო-საპროექტო დოკუმენტაციის შესაქმნელად.
კულტურის სამინისტროს მიერ მსგავსი კონკურსი 2021 წელსაც ჩატარდა. კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გასულ წელსაც 50 ათას ლარს შეადგენდა, თუმცა შარშან დაფინანსდა 5 პროექტი, რომელმაც 20 ლოკაცია მოიცვა.
ყველა ახალი ამბავი
0