„ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი...“ - ირაკლი ნოზაძის პირადი ცხოვრების უცნობი დეტალები
17:18 05.05.2022 (განახლებულია: 22:17 05.05.2022)
© courtesy of Ia Dudashviliირაკლი ნოზაძე მეუღლესთან ერთად
© courtesy of Ia Dudashvili
გამოწერა
ირაკლი ნოზაძემ პირად ცხოვრებაზე გულახდილად ისაუბრა.
„ქუჩის ბიჭების“ წევრმა ირაკლი ნოზაძემ „ღამის პრაიმტაიმში“ პირველ და მეორე მეუღლეებთან დაშორებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მათი ქორწინება წელიწადნახევარი გაგრძელდა და ახლა ფიქრობს, რომ ეს ოჯახები „ვერ გაქაჩავდა“.
„იმდენად მძიმედ გადავიტანე, რომ ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი. თან, ზუსტად ისეთ ასაკში მოიყარა თავი ამ ყველაფერმა, როცა ინტერესები იყოფა. იყო შეცდომები. დაემთხვა პოპულარობას, მოჰყვა შეცდომები, გაბლატავება. ამ ყველაფერმა დააზიანა ჩვენი ურთიერთობა. მეორე მეუღლესთან ამეწყო ურთიერთობა, ბევრი ბედნიერი დღე იყო. შეგვეძინა შვილი, პირველი ვაჟკაცი, საამაყო ლუკას ნოზაძე. მერე წავედით ამერიკაში, ორი წელიწადი ნიუ-იორკში ვცხოვრობდით. იქ ყოფნის პერიოდმა ძალიან ბევრი ცუდი დაღი დამიტოვა. აქ რომ დავბრუნდი, თითქოს გვიან მოიქნია ამ ყველაფერმა კუდი“, – იხსენებს ირაკლი.
ამჟამად „პიკასო“ მესამე ქორწინებაშია ია დუდაშვილთან. წყვილს ორი შვილი ჰყავს – ინტერნეტ-სივრცეში პოპულარული ბავშვები ნიაკო და დანიელი. წყვილი რამდენიმე თვე დაშორებული იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც შერიგდნენ.