ირაკლი კვირიკაძის ვაჟის ფილმს იტალიაში შეაფასებენ

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი ირაკლი კვირიკაძე
რეჟისორი ირაკლი კვირიკაძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
ფილმი „ნათლობა იორდანეში“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ქართველი რეჟისორის, სცენარისტისა და ოპერატორის მიხეილ კვირიკაძის სადებიუტო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ნათლობა იორდანეში“ ივნისში დაგეგმილი ვენეციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის Venezia Shorts Italy საკონკურსო პროგრამაში შევიდა.
მიხეილ კვირიკაძე ცნობილი ქართველი კინორეჟისორების ირაკლი კვირიკაძისა და ნანა ჯორჯაძის ვაჟია.

ეკრანზე მან გააცოცხლა გასული საუკუნის 90-იან წლებში მამის მიერ მისთვის მოყოლილი ისტორია. ეს არის ფილმი მატარებელში უცნაურ შეხვედრაზე, პიონერებზე და ღმერთის რწმენაზე.

ფილმი „ნათლობა იორდანეში“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით გადაიღეს – პროექტმა 2019 წელს კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა.
მთავარ როლებს ასრულებენ თეატრისა და კინოს მსახიობი პაატა იმნაძე და მოდელი მარიშა ურუშაძე.
რაც შეეხება თავად მიხეილ კვირიკაძეს, ახალბედა კინემატოგრაფისტს ბავშვობიდან იზიდავდა ფოტოგრაფია, ფირებთან მუშაობა, იგი დიდ დროს ატარებდა კინოსტუდიებში, სადაც მისი მშობლები მუშაობდნენ.
აშშ-ის კოლეჯში სწავლისას კვირიკაძემ ფოტოგრაფიის განხრით კურსები გაიარა, მოგვიანებით კი კინოს სამყაროს გაეცნო.
ამ დროის მანძილზე მან მოასწრო სხვადასხვა ცნობილ რეჟისორთან მუშაობა, მათ შორის არიან ვიმ ვენდერსი („ცა ბერლინის თავზე“, „ჩაძირვა“, „სიმრავლის მიწა“) და აგნეშკა ჰოლანდი („საიდუმლო ბაღი“, „მოკალი მღვდელი“, „ბანქოს სახლი“). კვირიკაძე ოპერატორად ასევე მუშაობდა უკრაინასა და რუსეთში.
ყველა ახალი ამბავი
0