https://sputnik-georgia.com/20220505/erovnuli-banki-kriptovalutis-shesaxeb-kanonze-mushaobs-266438060.html
საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის შესახებ კანონზე მუშაობს
საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის შესახებ კანონზე მუშაობს
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა. 05.05.2022-ს,
2022-05-05T11:50+0400
2022-05-05T11:50+0400
2022-05-05T16:03+0400
საქართველო
ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524479_0:83:3077:1814_1920x0_80_0_0_57247d285376c431dc0325eb058ae4c1.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტის განხილვა ბაზრის მოთამაშეებთან განხილვის სტადიაზეა, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.მისი თქმით, კანონპროექტი რამდენიმე სფეროს დაარეგულირებს, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კრიპტოვალუტით ვაჭრობას.როგორც ლეჟავამ აღნიშნა, რეგულაცია არა კრიპტოვალუტის მაინინგს, არამედ ბაზრის შუამავლებს, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებს, ბროკერებს და ბირჟებს შეეხება.მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს საქართველოში კრიპტოვალუტის საფონდო ბირჟის დაფუძნების საკითხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან სემ ბენკმან-ფრიდთან განიხილა.კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა.კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.
საქართველო
2022
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/02/250524479_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_779ca133a124437f9832cfc2447b5bda.jpgსაქართველო, ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი კრიპტოვალუტის შესახებ კანონზე მუშაობს
11:50 05.05.2022 (: 16:03 05.05.2022) კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა.
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტის განხილვა ბაზრის მოთამაშეებთან განხილვის სტადიაზეა, განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ.
კრიპტოვალუტა არის ვირტუალური ფული, მაინერი – კომპიუტერი, რომელიც მას გამოიმუშავებს. ვირტუალური ფულის წარმოებას მაინინგს უწოდებენ, მაინინგპულს კი - შუამავალს, რომელიც ამ სიმძლავრეებს ერთ სივრცეში აერთიანებს.
„კრიპტოვალუტის მარეგულირებელ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის ამჟამად ბაზრის მონაწილეებთან განხილვის ეტაპზეა, დასრულებული დოკუმენტის გასაჯაროება კი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა ლეჟავამ.
მისი თქმით, კანონპროექტი რამდენიმე სფეროს დაარეგულირებს, მათ შორის, მომხმარებელთა უფლებების დაცვას და კრიპტოვალუტით ვაჭრობას.
როგორც ლეჟავამ აღნიშნა, რეგულაცია არა კრიპტოვალუტის მაინინგს, არამედ ბაზრის შუამავლებს, კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმებს, ბროკერებს და ბირჟებს შეეხება.
მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს საქართველოში კრიპტოვალუტის საფონდო ბირჟის დაფუძნების საკითხი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციაზე კრიპტოვალუტისა და დერივაციული პროდუქტების საფონდო ბირჟის (FTX Crypto Derivatives Exchange) დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან სემ ბენკმან-ფრიდთან განიხილა.
კრიპტოვალუტის მაინინგი ბოლო წლებში საქართველოში პოპულარული საქმიანობაა.
კემბრიჯის ალტერნატიული ფინანსების ცენტრის (CCAF) 2018 წელს გამოქვეყნებული კვლევების თანახმად, საქართველო კრიპტოვალუტის მაინინგზე დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა. ვირტუალური ვალუტის გამომუშავებას კი ქვეყანაში 60 მეგავატი ელექტროენერგია ხმარდებოდა.