ბარსელონაში ხანძარს ქართველი ძმები ემსხვერპლნენ

© сourtesy of Sona Barseghyanშემთხვევის ადგილი
შემთხვევის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის ყოფილმა ბინადარმა შურისძიების მიზნით, განზრახ გააჩინა.
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. ბარსელონაში მომხდარ ხანძარს საქართველოს მოქალაქეები ემსხვერპლნენ, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიღუპნენ სამტრედიელი ძმები – 27 წლის გიორგი და 22 წლის საბა მატარაძეები.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი იმ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ძმები ქირით ცხოვრობდნენ, კორპუსის ყოფილმა ბინადარმა განზრახ გააჩინა, რასაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ესპანეთის და მაროკოს მოქალაქეები არიან.
ძმები მატარაძეები ესპანეთში სამუშაოდ დაახლოებით ორი თვის წინ წავიდნენ.
ყველა ახალი ამბავი
0