გამარჯვების დღეს თბილისში კვლავ კიკვიძის პარკში აღნიშნავენ - ვიდეო

გამოწერა
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები წელს კიკვიძის ბაღში გაიმართება, ვინაიდან ვაკის პარკში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ვეტერანებთან ტრადიციული შეხვედრა წელს, ვაკის პარკის ნაცვლად, კიკვიძის სახელობის ვეტერანების კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება, რომელიც ცოტა ხნის წინ გარემონტდა და განახლდა“, – განაცხადა თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
ვაკის პარკი 1946 წელს მოეწყო ადგილზე, სადაც მანამდე ხრიოკი იყო. 2017 წელს პარკის ტერიტორია გაიზარდა და მან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიიღო. პარკში აღმართულია 1945 წელს ფაშიზმზე გამარჯვების მემორიალი და უცნობი ჯარისკაცის ძეგლი. ეს თბილისელების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილია. ხოლო ყოველი წლის 9 მაისს აქ ტრადიციულად იმართება შეხვედრა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებთან.
ყველა ახალი ამბავი
0