https://sputnik-georgia.com/20220504/wulukizes-svilis-gardacvalebis-gamo-usamzimreben-266413195.html
ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
Sputnik საქართველო
წულუკიძის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. 04.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-04T12:44+0400
2022-05-04T12:44+0400
2022-05-04T16:00+0400
საზოგადოება
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22949/83/229498337_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_43796121f2b7bf7be38becd8043a3ef3.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.წულუკიძეს წლინახევრის შვილი გუშინ დაეღუპა – ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა.ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს დატრიალებული ტრაგედიის გამო ასევე მიუსამძიმრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.„ჩვენი უახლოესი, ყველასთვის ნაცნობი, საყვარელი ადამიანის, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. არ ვიცი, რა სიტყვები გამოვძებნო. მინდა ნიკას გამძლეობა ვუსურვო და ოჯახს მივუსამძიმრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მას და მის მეუღლეს 6 წლის სესილი დარჩათ.ნიკოლოზ წულუკიძის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა>>საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, მსახიობები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წულუკიძესა და მის ოჯახს თანაგრძნობას სოციალურ ქსელში უცხადებენ. ბევრმა მათგანმა გვერდიდან მთავარი ფოტო მოხსნა და შავი კვადრატი და ლენტი ჩასვა.ნიკოლოზ წულუკიძე ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელია, არის საქართველოს თეატრალური კრიტიკოსების კავშირის პრეზიდენტი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22949/83/229498337_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_18d481476728f31eb9b84ac222c691c0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
საზოგადოება, საქართველო, ახალი ამბები
ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძეს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
12:44 04.05.2022 (განახლებულია: 16:00 04.05.2022) წულუკიძის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ტელეწამყვან ნიკოლოზ წულუკიძის შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
წულუკიძეს წლინახევრის შვილი გუშინ დაეღუპა – ბავშვი მეცხრე სართულიდან გადავარდა.
ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახს დატრიალებული ტრაგედიის გამო ასევე მიუსამძიმრა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
„ჩვენი უახლოესი, ყველასთვის ნაცნობი, საყვარელი ადამიანის, ნიკოლოზ წულუკიძის ოჯახში ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა. მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. არ ვიცი, რა სიტყვები გამოვძებნო. მინდა ნიკას გამძლეობა ვუსურვო და ოჯახს მივუსამძიმრო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ნიკოლოზ წულუკიძე რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მას და მის მეუღლეს 6 წლის სესილი დარჩათ.
საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, მსახიობები და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები წულუკიძესა და მის ოჯახს თანაგრძნობას სოციალურ ქსელში უცხადებენ. ბევრმა მათგანმა გვერდიდან მთავარი ფოტო მოხსნა და შავი კვადრატი და ლენტი ჩასვა.
ნიკოლოზ წულუკიძე ტელეკომპანია „იმედის" წამყვანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელია, არის საქართველოს თეატრალური კრიტიკოსების კავშირის პრეზიდენტი.