https://sputnik-georgia.com/20220504/sisxliani-garceva-laguna-verestan-braldebulta-wre-gaizarda-266434329.html
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: ბრალდებულთა წრე გაიზარდა
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: ბრალდებულთა წრე გაიზარდა
Sputnik საქართველო
პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს
2022-05-04T22:15+0400
2022-05-04T22:15+0400
2022-05-04T23:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
გახმაურებული სასამართლო პროცესები
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი კიდევ ოთხ პირს დაუსწრებლად წარუდგინა, იუწყება პროკურატურის პრეს-სამსახური.გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას ქუჩის შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენი მარლენ მეტრეველი.გამოძიებამ დაადგინა, რომ ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები.შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც კომპანიის დირექტორმა დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ადგილზე მყოფმა სამმა პირმა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.დაპირისპირების დროს პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კომპანიის დირექტორის მეგობარს კ.ქ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.რაც შეეხება საქმის ახალ ფიგურანტებს, გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა – ვ.მ.-მ, დ.მ.-მ, ო.რ.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინეს.ვინაიდან ბრალდებულებმა თავი აარიდეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ამ ეტაპზე საქმეში 14 ადამიანი ფიგურირებს, აქედან 10 პირი დაკავებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.წყარო - პროკურატურის პრეს-სამსახური.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
გარჩევა „ლაგუნა ვერე“ ბრალი წარდგენა პროკურატურა
გარჩევა „ლაგუნა ვერე“ ბრალი წარდგენა პროკურატურა
სისხლიანი გარჩევა „ლაგუნა ვერესთან“: ბრალდებულთა წრე გაიზარდა
22:15 04.05.2022 (განახლებულია: 23:34 04.05.2022) პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ „ლაგუნა ვერესთან“ სროლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით ბრალი კიდევ ოთხ პირს დაუსწრებლად წარუდგინა, იუწყება პროკურატურის პრეს-სამსახური.
გამოძიების ინფორმაციით, შემთხვევა 2 აპრილს მოხდა კოსტავას ქუჩის შესახვევში მდებარე ერთ-ერთ ოფისში. ჩხუბი, რომელშიც დაახლოებით 20 ადამიანი მონაწილეობდა, სროლაში გადაიზარდა. სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი – კონსტანტინე ქობულია და ვახტანგ გურგენიძე, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ბიზნესმენი მარლენ მეტრეველი.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ინციდენტი მოხდა მაშინ, როდესაც კომპანიის დირექტორთან გ.ქ.-სთან და მის მეგობრებთან სასაუბროდ მივიდნენ მათი ნაცნობები, ასევე მათი პირადი დაცვის წევრები და თანმხლები პირები.
შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებს შორის შეკამათება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც კომპანიის დირექტორმა დაპირისპირებაში მყოფი პირების მიმართულებით იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, რის შედეგადაც ადგილზე მყოფმა სამმა პირმა სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო.
დაპირისპირების დროს პირადი დაცვის ერთ-ერთმა წევრმა კ.მ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კომპანიის დირექტორის მეგობარს კ.ქ.-ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
რაც შეეხება საქმის ახალ ფიგურანტებს, გამოძიებით დადგინდა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფმა პირებმა – ვ.მ.-მ, დ.მ.-მ, ო.რ.-მ და გ.გ.-მ იცოდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის შესახებ, თუმცა სამართალდამცველ ორგანოებს არ შეატყობინეს.
ვინაიდან ბრალდებულებმა თავი აარიდეს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მათ ბრალდება დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ამ ეტაპზე საქმეში 14 ადამიანი ფიგურირებს, აქედან 10 პირი დაკავებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვთ პატიმრობა.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენის და დაკავების მიზნით.