პირველად 30 წლის შემდეგ: საქართველოში საცხენოსნო ფედერაციისთვის ცხენები შეიძინეს

© press-service of Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaსაცხენოსნო ფედერაციისთვის ცხენები შეიძინეს
საცხენოსნო ფედერაციისთვის ცხენები შეიძინეს - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
Yandex newsTelegram
ცხენები იტალიაში შეიძინეს. სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 ათასი ევრო გამოყო.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სამი ცხენი შეიძინა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საცხენოსნო სპორტის ეროვნული ფედერაციისთვის სახელმწიფოს ცხენები არ შეუძენია, რის გამოც ქართველ სპორტსმენებს სავარჯიშოდ ცხენების ქირაობა უწევდათ.
ფედერაციას გადაეცა სამი ცხენი – ოლიმპიური სახეობისათვის (წინაღობათა გადალახვა) განკუთვნილი 5 და 10 წლის ორი ულაყი და 7 წლის ფაშატი. ცხენები იტალიაში შეიძინეს. ტრანსპორტირების ხარჯების ჩათვლით, სამინისტრომ ცხენების შესაძენად 200 ათასი ევრო გამოყო.
© press-service of Ministry of Culture, Sports and Youth of Georgiaსაცხენოსნო ფედერაციისთვის ცხენები შეიძინეს
Для федерации конного спорта Грузии закупили лошадей - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
საცხენოსნო ფედერაციისთვის ცხენები შეიძინეს
„ჩვენ გვაქვს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია, რომელსაც არ ჰყავდა ცხენები. კიდევ უამრავი ფედერაციაა შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გარეშე. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნისთანავე, გასული წლის ზაფხულში ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები როგორც სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ ორგანიზაციებთან, ისე სპორტულ ფედერაციებთან, და როგორც კი ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ გამოწვევების შესახებ, დავიწყეთ მუშაობა პრობლემების გადაჭრაზე“, – განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
საცხენოსნო სპორტის ფედერაციის პრეზიდენტის ლაშა ჯაიანის განმარტებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი მხარდაჭერა ფედერაციას არასოდეს ჰქონია და ახლა მინისტრის ძალისხმევით ამ მხარდაჭერის მიღება შესაძლებელი გახდა.
ყველა ახალი ამბავი
0