ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
ღარიბაშვილთან ერთად საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც იმყოფება.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს დონორთა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში „უკრაინისთვის“. კონფერენციას პოლონეთისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრები ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან პარტნიორობით ერთობლივად მასპინძლობენ.
ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილ საქველმოქმედო სესიაშიც.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილიც იმყოფება.
ყველა ახალი ამბავი
0