ქობულეთში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა: დაშავებულთა შორის ორი არასრულწლოვანია

© Sputnik / STRINGERავარია ქობულეთში
ავარია ქობულეთში - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ქობულეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია, იუწყება „აჭარის ტელევიზია“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა. ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს, რომლებიც ქობულეთის „ევექსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, მოტეხილობები და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.
კლინიკის წარმომადგენლის განცხადებით, ერთი დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. რაც შეეხება მოზარდებს, ისინი თავს კარგად გრძნობენ და სამედიცინო გამოკვლევები უტარდებათ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0