პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს: რა მოხდა ბაკურციხეში

© photo: Sputnik / Stringerდანაშაულის ადგილი
დანაშაულის ადგილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
ამ დროისათვის მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში პურის საცხობში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.
შემთხვევა სოფელ ბაკურციხეში მოხდა.
35 წლამდე მამაკაცი, რომელიც აღნიშნულ საცხობში მუშაობდა, თანამშრომლებმა დღეს, დილით გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვას ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0