პესკოვმა კომენტარი გააკეთა ომის გამოცხადებასა და საყოველთაო მობილიზაციაზე

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკში დმიტრი პესკოვი
 დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. დასავლური მედიის ინფორმაცია, თითქოს რუსეთში 9 მაისისთვის საყოველთაო მობილიზაცია იგეგმება, სიმართლეს არ შეესაბამება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ამასთან მან „სისულელე“ უწოდა ვერსიას, რომ რუსეთი ამ დღეს უკრაინას ომს გამოუცხადებს.

„ეს არ არის სიმართლე, ეს სისულელეა“, — განაცხადა პესკოვმა შესაბამის კითხვაზე პასუხად.

CNN-მა, დასავლელი ექსპერტებისა და პოლიტიკოსების შეფასებებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვლადიმირ პუტინმა 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს შესაძლოა ომი გამოუცხადოს უკრაინას, რაც მას მოსახლეობის საყოველთაო მობილიზაციის საშუალებას მისცემს. იგივე ვარაუდი მანამდე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმაც გამოთქვა.
ყველა ახალი ამბავი
0