მარცხი ორ სეტში - ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსს გამოეთიშა

© AP Photo / Adam Hungerნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
კარლოს ალკარასმა ქართველი ჩოგბურთელი ორ სეტში დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ბასილაშვილი კორტებს რომის მასტერსზე დაუბრუნდება.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის მასტერსზე მეორე წრეში ესპანელ კარლოს ალკარასთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.
30 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი და მასტერსზე მე-7 ნომრად განთესილი კარლოს ალკარასი ერთმანეთს ცენტრალურ კორტზე დაუპირისპირდნენ. ქართველმა ჩოგბურთელმა 18 წლის ალკარასთან პირველი სეტი კარგად დაიწყო და ბრეიკით წინაც გავიდა (3:1), თუმცა ესპანელმა სპორტსმენმა მალე მოახერხა უკუბრეიკის შესრულება და ზედიზედ 5 მოგებული გეიმით სეტი დახურა (6:3).
ანალოგიური სცენარი ვიხილეთ მეორე სეტშიც, სადაც ბასილაშვილმა კვლავ ბრეიკით დაიწყო. კარლოს ალკარასმა წონასწორობის აღდგენა მალე მოახერხა, ბრეიკი შეასრულა და სეტზე ჩაწოდების უფლებაც მოიპოვა. საბოლოოდ მატჩი ესპანელმა ორ სეტში ანგარიშით 6:3, 7:5 მოიგო.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა მადრიდის მასტერსის პირველ წრეში იტალიელი ფაბიო ფონინი ორ სეტში დაამარცხა, თუმცა ალკარასთან მარცხის შემდეგ შეჯიბრებას გამოეთიშა. ბასილაშვილი 8 მაისიდან რომის მასტერსზე გადაინაცვლებს, სადაც ასპარეზობას ძირითადი ბადიდან დაიწყებს.
ყველა ახალი ამბავი
0