https://sputnik-georgia.com/20220504/nika-gavramias-saqmeze-sasamartlo-procesi-dasasruls-uaxlovdeba-266436391.html
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება
Sputnik საქართველო
გვარამია უარყოფს ყველა ბრალდებას და მათ „პოლიტიკურ დევნად“ აფასებს
2022-05-04T23:07+0400
2022-05-04T23:07+0400
2022-05-04T23:45+0400
ახალი ამბები
საქართველო
გახმაურებული სასამართლო პროცესები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252299729_0:67:1281:787_1920x0_80_0_0_ef5b97a23f31b0cac84f8d02223619c5.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება.თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბოლოს წინა მოსმენა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დასკვნითი სიტყვით დასრულდა.გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამია გირაოთია გათავისუფლებული და განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდება.დასკვნით სიტყვაში ოპოზიციური ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა და თანამფლობელმა უარყო წაყენებული ბრალი და ისინი „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა.მომდევნო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოვლენ დაცვისა და ბრალდების მხარეები, რის შემდეგაც სასამართლო გამოიტანს განაჩენს საქმეზე, რომელიც უკვე 2 წელი და 7 თვე გრძელდება.რას ედავებიან გვარამიასბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.ამ ეპიზოდში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ აგრეთვე ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი, კომპანია „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი. ამ კომპანიას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა.ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას.პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.შეთანხმებები „პორშეს ცენტრსა“ და „პრო ექსპო მედიას“ შორის 2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. ერთი ეხებოდა მანქანის შეძენას, მეორე – სარეკლამო მომსახურებას. შედეგად Porsche Macan S-ის ფორმალური მესაკუთრე გახდა სარეკლამო სააგენტო, ფაქტობრივი კი - გვარამია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/0c/252299729_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_953b2221974747cfa757d4b1ac66e728.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ნიკა გვარამია საქმე სასამართლო პროცესი დასასრული
ნიკა გვარამია საქმე სასამართლო პროცესი დასასრული
ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება
23:07 04.05.2022 (განახლებულია: 23:45 04.05.2022) გვარამია უარყოფს ყველა ბრალდებას და მათ „პოლიტიკურ დევნად“ აფასებს.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეარხი „მთავარის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასასრულს უახლოვდება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სახსრების გაფლანგვის საქმეზე ბოლოს წინა მოსმენა „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დასკვნითი სიტყვით დასრულდა.
გვარამიას, რომელიც 2019 წლის ივლისამდე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო, ბრალი ედება „კომერციულ მოსყიდვასა“ და „ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია“, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში. გვარამია გირაოთია გათავისუფლებული და განაჩენს საპატიმროს გარეთ ელოდება.
დასკვნით სიტყვაში ოპოზიციური ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა და თანამფლობელმა უარყო წაყენებული ბრალი და ისინი „პოლიტიკურ დევნად“ შეაფასა.
„მართალი გითხრათ, სულ ერთია უკვე ჩემთვის – რას იზამთ. მე თავს არ ვაღიარებ დამნაშავედ არცერთ ეპიზოდში, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, უკვე მნიშვნელობა არ აქვს რა გადაწყვეტილება იქნება. მე რომ მკითხოთ, ამ ვითარებაში, ამ ხელისუფლების პირობებში გარეთ რომ ვარ, ეს უფრო დიდი პარადოქსია, ვიდრე შიგნით რომ ვიყო", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მომდევნო სხდომაზე დასკვნითი სიტყვით გამოვლენ დაცვისა და ბრალდების მხარეები, რის შემდეგაც სასამართლო გამოიტანს განაჩენს საქმეზე, რომელიც უკვე 2 წელი და 7 თვე გრძელდება.
ბრალდების მხარის მასალების მიხედვით, ნიკა გვარამია, როდესაც „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი იყო, მოქმედებდა ტელეკომპანიის ინტერესების საზიანოდ, რათა კომპანია „ინტერ მედია პლუსს“, რომელიც მის მეგობრებს ეკუთვნის, მრავალმილიონიანი მოგება მიეღო. სწორედ ამ კომპანიასთან გაფორმდა 2015 წლის იანვარში შეთანხმება, რომლითაც მას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება მიენიჭა. იმ წელს „რუსთავი 2“-მა 7,4 მილიონი ლარით იზარალა, „ინტერ მედია პლუსის“ შემოსავალმა კი 8,7 მილიონი ლარი შეადგინა.
ამ ეპიზოდში ბრალდებულის სტატუსით ფიგურირებენ აგრეთვე ტელეარხის ყოფილი ფინანსური დირექტორი კახაბერ დამენია და ზურაბ იაშვილი, კომპანია „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორი. ამ კომპანიას ტელეარხის ეთერში რეკლამის განთავსების უფლება ჰქონდა.
ბრალდების მეორე ეპიზოდი ეხება ძვირადღირებული ავტომობილის შეძენას.
პროკურატურის მტკიცებით, 2019 წლის თებერვალში გვარამიამ „პორშეს ცენტრში“ თავისთვის და თავისი ოჯახისთვის აირჩია 76,7 ათას ევროდ ღირებული Porsche Macan S „რუსთავი 2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ. ეს ოპერაცია გვარამიას ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ჩატარდა, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესების საზიანოდ.
ამ ბარტერის გარდა, გვარამია „პორშეს ცენტრის“ ხელმძღვანელობას დაჰპირდა, რომ მომავალშიც განათავსებდა სარეკლამო რგოლებს დაბალ ფასად სარეკლამო სააგენტო „პრო ექსპო მედიას“ მეშვეობით.
შეთანხმებები „პორშეს ცენტრსა“ და „პრო ექსპო მედიას“ შორის 2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა. ერთი ეხებოდა მანქანის შეძენას, მეორე – სარეკლამო მომსახურებას. შედეგად Porsche Macan S-ის ფორმალური მესაკუთრე გახდა სარეკლამო სააგენტო, ფაქტობრივი კი - გვარამია.