თბილისის მერიამ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 600 ლარი ჩაურიცხა

© photo: Sputnikმეორე მსოფლიო ომის ვეტერანები
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
თბილისში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გაცემას თბილისის მერია უზრუნველყოფს.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით თბილისში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის თითოეულ ვეტერანს დედაქალაქის მერიისგან ფინანსური დახმარება გაეწია, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„ჩვენ გვაქვს ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამა. ომის ვეტერანებს 600 ლარით დავეხმარეთ. ეს, შეიძლება, დიდი თანხა არაა, მაგრამ ამ რთულ ვითარებაში, ვფიქრობ, გარკვეული ხელშემწყობი ღონისძიებაა“, – განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში 300 ლარი ჩაურიცხა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების მეუღლეებს.
ფინანსური დახმარება მთლიანობაში 130 მოქალაქეს გაეწია.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 263 ადამიანი ცხოვრობს.
ყველა ახალი ამბავი
0