იაპონიაში 15 წლამდე ბავშვების რაოდენობა რეკორდულად შემცირდა

  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. იაპონიაში 15 წლამდე ასაკის ბავშვების რაოდენობამ 14,65 მილიონი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 41 წლის განმავლობაში, იუწყება ეროვნულ საქმეთა სამინისტრო.
გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ გასული წლიდან დღემდე 15 წლამდე ბავშვების რაოდენობა 250 ათასი ადამიანით შემცირდა.
მოხსენებაში, რომელიც სამინისტრომ ბავშვთა დღესთან დაკავშირებით გამოაქვეყნა (იაპონიაში აღინიშნება 4 მაისს — რედ.), ნათქვამია, რომ 15 წლამდე ასაკის ბავშვების წილმა მოსახლეობის სტრუქტურაში 11,7% შეადგინა, წილის შემცირება ზედიზედ 47 წელია შეინიშნება.
ამასთან დღეისათვის 14,65 მილიონი ბავშვიდან 7,5 მილიონი ბიჭია, ხოლო 7,15 მილიონი — გოგონა.
აღსანიშნავია, რომ ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით ყველაზე მეტი ბავშვი მოდის 12-14 წლამდე ჯგუფზე — 3,23 მილიონი, შემდეგ კი პირდაპირპროპორციული კლების ტენდენცია შეიმჩნევა უფრო დაბალ ასაკობრივ ჯგუფებში:
9-დან 11 წლამდე ჯგუფში 3,13 მლნ ბავშვი შედის, 6-დან 8 წლამდე — 3,01 მლნ, 3-დან 5 წლამდე — 2,78 მლნ, 2 წლამდე ჯგუფში კი მხოლოდ 2,52 მლნ.
ყველა ახალი ამბავი
0