Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„არ ვიცით, 10 წუთის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა“ - ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოშია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliფრედერიკ ბეგბედერი
ფრედერიკ ბეგბედერი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
ცნობილი ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი საქართველოშია. ის გამომცემლობა „პალიტრამ“ უკვე მეორედ მოიწვია ჩვენს ქვეყანაში და მწერალიც სიამოვნებით დათანხმდა ამ მოპატიჟებას.
„პირველი არხის“ ეთერში გიორგი კეკელიძესა და დავით გორგილაძესთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ მსოფლიოში ახლა ძალიან რთული დროა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი თქვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით, აპოკალიფსის დღეებში. ჩვენ არ ვიცით, 10 წუთის შემდეგ ცოცხლები ვიქნებით თუ არა, უნდა ვისიამოვნოთ ყოველი წამით, წინააღმდეგობის საუკეთესო გზა თავისუფალი სიცოცხლის გაგრძელებაა. ეს გახლავთ ერთადერთი გზა – უარი ვუთხრათ სამყაროს დასასრულს, გავაგრძელოთ ისე ცხოვრება, თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის. დემოკრატია და თავისუფლება არის სიცოცხლის გზა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე, ვილაპარაკოთ ლიტერატურაზე. ჩემი სამუშაოა აღვწერო მსოფლიო და რაც უფრო გიჟდება მსოფლიო, მით მეტი სამუშაო მაქვს მე“, – თქვა მწერალმა.

ყველა ახალი ამბავი
0