დასაქმება და ხელფასები საქართველოში - 2022 წლის აპრილი

გამოწერა
Yandex newsTelegram
2022 წლის აპრილში საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი შეადგენდა 1.463 ლარს.
კვლევითი ცენტრი PMC Research-ის მონაცემების თანახმად, საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა 1,53 მილიონ ადამიანს შეადგენს. ამასთან, 2022 წლის მარტში ყოველთვიური ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა, 2021 წლის მარტთან შედარებით 4,9%-ით, 2020 წლის მარტთან შედარებით კი 5,3%-ით გაიზარდა.
2022 წლის მარტში იმ ადამიანების რაოდენობამ, რომლებმაც 600 ლარამდე ხელფასი მიიღეს, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 24% შეადგინა, რაც 2021 წლის მარტთან შედარებით 3,5 პროცენტული პუნქტით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 2,3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც 2.400 ლარზე მეტი ხელფასი მიიღეს, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 16,6%-ია, რაც 2021 წლის მარტის მონაცემებთან შედარებით 3,2 პროცენტული პუნქტით და 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,9 პროცენტული პუნქტით მეტია.
„Sputnik- საქართველოს“ ინფოგრაფიკაში მკითხველი გაეცნობა დეტალურ ინფორმაციას საქართველოში ხელფასებისა და დასაქმების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0