დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerიუსტიციის სამინისტრო
იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
ლადო ხელაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს; ასევე მუშაობდა სასამართლოებში და იუსტიციის სამინისტროში.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს დღეიდან ლადო ხელაძე უხელმძღვანელებს, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.
ბრძანება ხელაძის დანიშვნის შესახებ უკვე ამოქმედდა. 2022 წლის მარტიდან ის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობას უკვე ასრულებდა, უფრო ადრე კი სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
სააგენტოს შექმნამდე, 2014 წლიდან ხელაძეს ხელმძღვანელის სხვადასხვა თანამდებობა ეკავა იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრში.
ხელაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა დროს ის კერძო კომპანიების იურიდიული კონსულტანტი იყო.
გარდა ამისა, სხვადასხვა წელს ის მუშაობდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში, სოხუმის საქალაქო სასამართლოში და აფხაზეთის უმაღლეს სააპელაციო სასამართლოში.
ლადო ხელაძე პროფესიით იურისტია. დაამთავრა კავკასიის აკადემიური ცენტრის იურიდიული ფაკულტეტი სამართლის მაგისტრის ხარისხით, ასევე არის ჩიკაგო–კენტის იურიდიული ფაკულტეტის იურიდიული კოლეჯის კურსდამთავრებული, საერთაშორისო ბიზნეს–სამართლის სკოლის კურსდამთავრებული მაგისტრის ხარისხით.
ყველა ახალი ამბავი
0