https://sputnik-georgia.com/20220504/arafer-kargs-ar-moitans-eqsperti-ids-borjomi-s-sesazlo-nacionalizaciis-sesaxeb-266429180.html
„არაფერ კარგს არ მოიტანს“ - ექსპერტი IDS Borjomi-ს შესაძლო ნაციონალიზაციის შესახებ
„არაფერ კარგს არ მოიტანს“ - ექსპერტი IDS Borjomi-ს შესაძლო ნაციონალიზაციის შესახებ
Sputnik საქართველო
ექსპერტი შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება უფრო პოლიტიკური და არა ეკონომიკური თუ ფინანსური მოსაზრებებით მიღებული
2022-05-04T20:00+0400
2022-05-04T20:00+0400
2022-05-04T22:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264676333_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_61898fa3fc518d33f86bd76ad7012bad.jpg
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. კომპანია „ბორჯომის“ შესაძლო ნაციონალიზაცია არასასურველი პრეცედენტი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. უკვე 30 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას სულ მალე „სასიამოვნო სიახლეს“ გააცნობს. ამის შემდეგ გაჩნდა ხმები „ბორჯომის“ შესაძლო ნაციონალიზაციის შესახებ.ექსპერტის აზრით, დიდი ალბათობით, საუბარია ნაციონალიზაციაზე კომპანიის გამოსყიდვით და, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება იქნება უფრო პოლიტიკური და არა ეკონომიკური თუ ფინანსური მოსაზრებებით მიღებული.„არა მგონია, რომ ამის საჭიროება დგას. თუ საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიას ჰყავს რუსი მფლობელი, საქართველოში არის ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც რუსების საკუთრებაშია. შესაბამისად, თუ საერთო გადაწყვეტილება მზადდება, ამაზე პასუხისმგებელი იქნება თავად მთავრობა“, – განაცხადა მან.გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული რაიმე „შიდა ჯგუფის“ ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სიტუაციის გამოყენებით.„მე ვფიქრობ, რომ კომპანიის მფლობელები საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან ბიზნესში და თავადაც შეუძლიათ ხელისუფლებას მოელაპარაკონ. სხვა გზას ვერ ვხედავ", – აღნიშნა ექსპერტმა.2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/16/264676333_135:0:2864:2047_1920x0_80_0_0_352fd08112b2c087c7643797c2583089.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ექსპერტი დემურ გიორხელიძე ids borjomi ბორჯომი ნაციონალიზაცია
ექსპერტი დემურ გიორხელიძე ids borjomi ბორჯომი ნაციონალიზაცია
„არაფერ კარგს არ მოიტანს“ - ექსპერტი IDS Borjomi-ს შესაძლო ნაციონალიზაციის შესახებ
20:00 04.05.2022 (განახლებულია: 22:31 04.05.2022) ექსპერტი შიშობს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება უფრო პოლიტიკური და არა ეკონომიკური თუ ფინანსური მოსაზრებებით მიღებული.
თბილისი, 4 მაისი – Sputnik. კომპანია „ბორჯომის“ შესაძლო ნაციონალიზაცია არასასურველი პრეცედენტი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ „Sputnik-საქართველოსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ეკონომიკის საკითხთა ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.
29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. უკვე 30 აპრილს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით საზოგადოებას სულ მალე „სასიამოვნო სიახლეს“ გააცნობს. ამის შემდეგ გაჩნდა ხმები „ბორჯომის“ შესაძლო ნაციონალიზაციის შესახებ.
„წინა მფლობელმა განაცხადა, რომ აუცილებელია კომპანიის ნაციონალიზაცია, მაგრამ თუ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება ყოფილი მფლობელის ჭკუასა და განწყობებზე ივლის, ეს კარგს ვერაფერს მოიტანს. ასეთი პრეცედენტის შექმნა არცთუ ისე სასურველია. მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ყველაფერი ცხადი გახდება“, – განაცხადა გიორხელიძემ.
ექსპერტის აზრით, დიდი ალბათობით, საუბარია ნაციონალიზაციაზე კომპანიის გამოსყიდვით და, სავარაუდოდ, ეს გადაწყვეტილება იქნება უფრო პოლიტიკური და არა ეკონომიკური თუ ფინანსური მოსაზრებებით მიღებული.
„არა მგონია, რომ ამის საჭიროება დგას. თუ საუბარია იმაზე, რომ ამ კომპანიას ჰყავს რუსი მფლობელი, საქართველოში არის ბევრი მნიშვნელოვანი ობიექტი, რომელიც რუსების საკუთრებაშია. შესაბამისად, თუ საერთო გადაწყვეტილება მზადდება, ამაზე პასუხისმგებელი იქნება თავად მთავრობა“, – განაცხადა მან.
გიორხელიძე არ გამორიცხავს, რომ ასეთი გადაწყვეტილება შეიძლება იქნას მიღებული რაიმე „შიდა ჯგუფის“ ინტერესებიდან გამომდინარე, პოლიტიკური სიტუაციის გამოყენებით.
„მე ვფიქრობ, რომ კომპანიის მფლობელები საკმაოდ გავლენიანი ადამიანები არიან ბიზნესში და თავადაც შეუძლიათ ხელისუფლებას მოელაპარაკონ. სხვა გზას ვერ ვხედავ", – აღნიშნა ექსპერტმა.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.