https://sputnik-georgia.com/20220504/akrzaluli-polietilenis-parkebi-37-obieqti-dajarimda-266412148.html
აკრძალული პოლიეთილენის პარკები: 37 ობიექტი დაჯარიმდა
აკრძალული პოლიეთილენის პარკები: 37 ობიექტი დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში ამჟამად დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და მომხმარებლებისთვის შეთავაზება. პოლიეთილენის პარკების აკრძალვის მთავარ მიზანს... 04.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-04T12:17+0400
2022-05-04T12:17+0400
2022-05-04T15:52+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23662/20/236622037_0:127:2049:1279_1920x0_80_0_0_110ab609646f149eb49cfa6c3dbede29.jpg
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელი 51 კომპანიის მასშტაბური შემოწმება განახორციელეს და მთლიანობაში 3,5 მლნ-ზე მეტი პოლიეთილენის პარკი დალუქეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.საქართველოს მაღაზიებში ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება 2019 წლის 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა. შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდა – 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აკრძალეს თხელი პოლიეთილენის პაკეტები, ასევე ყველა სახის პლასტიკური პაკეტის იმპორტი. თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, ზოგიერთი ობიექტი დღემდე მაინც იყენებს მათ.სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში 37 ობიექტზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს.პოლიეთილენის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციისას კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს რამდენიმე უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების წარმოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციის კუთხით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23662/20/236622037_86:0:1961:1406_1920x0_80_0_0_e2bc3a41a5698865e5c4c83d9055754b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
აკრძალული პოლიეთილენის პარკები: 37 ობიექტი დაჯარიმდა
12:17 04.05.2022 (განახლებულია: 15:52 04.05.2022) ქვეყანაში ამჟამად დაშვებულია მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და მომხმარებლებისთვის შეთავაზება. პოლიეთილენის პარკების აკრძალვის მთავარ მიზანს გარემოს დაბინძურების შემცირება წარმოადგენს.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარკების მწარმოებელი 51 კომპანიის მასშტაბური შემოწმება განახორციელეს და მთლიანობაში 3,5 მლნ-ზე მეტი პოლიეთილენის პარკი დალუქეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს მაღაზიებში ნებისმიერი სისქის პოლიეთილენის პაკეტების გამოყენება 2019 წლის 1 აპრილიდან სრულად აიკრძალა. შეზღუდვები ეტაპობრივად ამოქმედდა – 2018 წლის 1 ოქტომბრიდან აკრძალეს თხელი პოლიეთილენის პაკეტები, ასევე ყველა სახის პლასტიკური პაკეტის იმპორტი. თუმცა, მიუხედავად აკრძალვისა, ზოგიერთი ობიექტი დღემდე მაინც იყენებს მათ.
სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში 37 ობიექტზე პლასტიკისა და ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დალუქეს 3.529.675 ცალი და 23.378 კგ პარკი, 60 ცალი და 8.036 კგ რულონი და პარკებით სავსე 1.501 ტომარა. მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნება.
საქართველოში პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვის შემდეგ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების მწარმოებელ კომპანიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად ამოწმებს. ინსპექტირების მიზანია პლასტიკის პარკები საცალო ქსელში არ მოხვდეს და, შესაბამისად, გარემოს დაბინძურება შემცირდეს.
პოლიეთილენის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციისას კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევაზე კონტროლს რამდენიმე უწყება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი პარკების წარმოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო − პარკების იმპორტის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო − პარკების რეალიზაციის კუთხით.