როდის გამოიდარებს საქართველოში? 4 მაისის პროგნოზი

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
გამოწერა
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს თბილისში გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.
თბილისი, 4 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსები დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიან და ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტოს პრეს-სამსახური.
4 მაისს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-23 გრადუსია ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 4 მაისს თბილისში გრილი, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 11 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 20 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0