ლეგენდარული როკმენი ვალერი კოჩაროვი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerვალერი კოჩაროვი
ვალერი კოჩაროვი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ცნობილი ქართველი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ „ბლიცის“ ლიდერი ვალერი კოჩაროვი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ვალერი კოჩაროვი 1970-იანი წლების საქართველოს ერთ-ერთი პირველი როკ-შემსრულებელია. კარიერის განმავლობაში იგი სხვადასხვა ჯგუფის წევრი იყო, მათ შორისაა Cold Flame და The Blitz, რომელიც ცნობილი იყო The Beatles-ის ქავერებით.
ვალერი კოჩაროვის ვაჟი ნიკა კოჩაროვი ასევე ცნობილი როკ-შემსრულებელია, რომელმაც ჯგუფ Young Georgian Lolitaz-თან ერთად საქართველო 2016 წლის „ევროვიზიაზე“ წარადგინა.
სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 3 და 4 მაისს მისამართზე: კოსმონავტების ქუჩა №45. ვალერი კოჩაროვის ცხედარს 5 მაისს, 14:00 საათზე ქაშუეთის ეკლესიიდან გამოასვენებენ.
ყველა ახალი ამბავი
0