Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეს ზღარბი არის ენდროში ჩავარდნილი რაულიო...“ - თამარ ივერი ცნობილ სკანდალზე

© courtesy of Tamar Iveriთამარ ივერი
თამარ ივერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
სოციალურ ქსელებში თამარ ივერის და მისი მეუღლის შესახებ არაერთი სტატუსი დაიწერა.
ცნობილი სოპრანო თამარ ივერი ჟურნალ „თბილისელებს“ უყვება, როგორი რეაქცია მოჰყვა მის პოსტს ენდროს ხარშვისას ქვაბში ჩავარდნილი აიფონის შესახებ, რომელიც მის მეუღლეს ეკუთვნოდა.

„არ ვიცი, შეიძლება არც უნდა დამეწერა ამის შესახებ, მაგრამ დავწერე, ბრავო აიფონს–მეთქი. ადუღებულ წყალში იხარშებოდა ტელეფონი და არაფერი მოუვიდა. ამაზე აღლიცინდა მთელი სოციალური ქსელი. რადგან ენდროში ჩავარდა და თან წითელ პარასკევს, ტელეფონი ნაკურთხია და ამიტომ არ გაფუჭდა. აი, ივერი რა დაცურებულიაო. რატომ ვარ დაცურებული, რომ გამიკვირდა რაღაც?“ – ამბობს მუსიკოსი.

მისი თქმით, ისეთმა ადამიანებმა დაიწყეს ღლიცინი, რომ ძალიან გაუკვირდა.

„ცნობილი ადამიანები საოცრებებს წერდნენ და ამის შემხედვარე ვფიქრობდი, ნეტავ, „კაიფში“ ხომ არ არიან ან ხომ არ გაუტეხეს გვერდი-მეთქი?! ვერ წარმომედგინა, რომ ის ადამიანები ამ თემაზე დაიწყებდნენ ღლიცინს. მერე ეს ყველაფერი იუმორში გადავიტანე. უბანში ბიჭმა ზღარბი იპოვა და ვეფერებოდი. დაიწყეს, ეს ზღარბი არის ენდროში ჩავარდნილი რაულიო. თან ისეთმა ცნობილმა ადამიანმა დადო ეს პოსტი, ზეინტელექტუალური ბიჭია. მისგან გამიკვირდა“, – ამბობს თამარ ივერი.

ყველა ახალი ამბავი
0