შვედური გუფთა სოუსით: უგემრიელესი კერძის დეტალური რეცეპტი
17:03 03.05.2022 (განახლებულია: 12:28 27.06.2023)
CC BY 2.0 / Sharon Chen / Swedish Meatballs_5შვედური გუფთა
გამოწერა
„...უცებ კარლსონმა ოთახში სიარულს თავი გაანება, ერთ ადგილზე გაქვავდა, კისერი მეძებარივით წაიგრძელა და ნესტოები დაბერა. – გუფთის სუნი მცემს, – თქვა გაბადრულმა. – ვაღმერთებ პატარა გემრიელ გუფთებს!“
გახსოვთ ეს მონაკვეთი ასტრიდ ლინდგრენის ნაწარმოებიდან „ბიჭუნა და სახურავის ბინადარი კარლსონი“? გახსოვთ, როგორ იტკბარუნებდა პირს „შებრაწული, კრაწუნა და მართლაც რომ სანაქებო“ გუფთებით ღორმუცელა კაცუნა?
თუ გაინტერესებთ, როგორ ამზადებდა ბიჭუნას დედა მსოფლიოში საუკეთესო კერძს — თავისი ნაღებისა და მოცვის სოუსებით, მიჰყევით რეცეპტს.
შვედური გუფთა
ინგრედიენტები:
ხორცის ფარში — 600 გ (300 გ ღორის ხორცს + 300 გ ძროხის ხორცი);
ხახვი — 2 პატარა ან 1 დიდი თავი;
გამხმარი პური — 50 გ;
კვერცხი — 1 ცალი;
მოხარშული კარტოფილი — 2 ცალი, მომცრო ზომის;
ზეთი — 2-3 სუფრის კოვზი;
კარაქი — 4-5 სუფრის კოვზი;
ნიორი — 1 ან 2 კბილი;
ნაღები — 10-20%-იანი ან რძე — 50-100 მლ;
მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.
შვედური გუფთის მომზადების წესი
მოაცილეთ ხმელ პურს ქერქი და ჩაალბეთ ნაღებში ან რძეში;
მოხარშეთ კარტოფილი კანთან ერთად;
წვრილად დაჭერით ხახვი და მოშუშეთ კარაქში (2-3 სუფრის კოვზი) ოქროსფრამდე;
აიღეთ შერეული ფარში, დაამატეთ მოშუშული ხახვი, დანაყილი ნიორი, ჩაახალეთ კვერცხი;
შემდეგ კარგად აზილეთ დამბალი პური და ისიც ფარშში ჩაუშვით. კარგად მოურიეთ;
მოხარშულ და გაციებულ კარტოფილს გააცალეთ კანი და კარგად დაზილეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შემდეგ ეს პიურეც ფარშში ჩაუშვით, მოაყარეთ მარილი, ახლად დაფქული შავი პილპილი და საგულდაგულოდ აურიეთ;
შედგით მიღებული მასა მაცივარში დაახლოებით 40 წუთი. ხორცი ცოტა უნდა შემაგრდეს სიცივეზე, რათა მერე გუფთებმა ფორმა შეინარჩუნოს;
გამოიღეთ ფარში მაცივრიდან და გააკეთეთ კაკლის სიდიდის ბურთულები;
დადგით ტაფა ცეცხლზე და გაახურეთ მასზე კარაქისა და ზეთის ნარევი;
დაბრაწეთ გუფთები მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან.
ამის შემდეგ დაბრაწული გუფთები (ყველა ერთად) დაალაგეთ ღუმელის ტაფაზე და შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
ნაღების სოუსი გუფთისთვის
ინგრედიენტები:
ნაღები 20%-იანი — 150 მლ;
ხორცის ბულიონი — 300 მლ;
ფქვილი — 30 გ;
კარაქი — 50 გ;
მარილი და შავი პილპილი — გემოვნებით;
სიმინდის სახამებელი ან ფქვილი — 2 სუფრის კოვზი.
ნაღების სოუსის მომზადების წესი
გაადნეთ საშუალო ცეცხლზე კარაქი და დაამატეთ ფქვილი (წინასწარ გაცერით); ოპერატიულად და გულდასმით მოურიეთ, რათა ფქვილი კორკოშელებად არ შეიკრას;
თანდათან დაამატეთ ხორცის ბულიონი და ურიეთ გამუდმებით;
თანდათან დაამატეთ ხორცის ბულიონი და ურიეთ გამუდმებით;
შემდეგ, მორევის შეუწყვეტლად, ასევე თანდათან დაამატეთ ნაღები. უნდა მიიღოთ არც ისე სქელი მასა, რომელიც თავისუფლად იღვრება კოვზიდან. თუ საჭიროა, დაამატეთ ბულიონი;
როდესაც სოუსი მზად იქნება, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
როდესაც სოუსი მზად იქნება, დაამატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
სუფრაზე მისატანად დაალაგეთ გუფთები თეფშზე, მოასხით ნაღების სოუსი ზემოდან და მიიტანეთ სუფრაზე კარტოფილის ან სხვა გარნირთან ერთად.