https://sputnik-georgia.com/20220503/saqartvelosi-manqanebi-trotuarebsa-da-velobilikebze-verar-gacerdebian-266404457.html
საქართველოში მანქანები ტროტუარებსა და ველობილიკებზე ვეღარ გაჩერდებიან
საქართველოში მანქანები ტროტუარებსა და ველობილიკებზე ვეღარ გაჩერდებიან
Sputnik საქართველო
ცვლილებები ითვალისწინებს საქალაქო ტაქსებებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის შესაძლებლობას
2022-05-03T21:17+0400
2022-05-03T21:17+0400
2022-05-03T23:13+0400
ახალი ამბები
საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24780/40/247804051_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_82a8567bb7b8941e9a59ca7f506cae39.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა დაიწყეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტროტუარებზე პარკირების აკრძალვას ითვალისწინებს.ცვლილებების მიხედვით, აიკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებზე, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკებსა და ტროტუარებზე.ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას.კანონმდებლობაში დაგეგმილია კიდევ ერთი ინიციატივა – მუნიციპალიტეტი შეძლებს განსაზღვროს, სად გადაკვეთს ტაქსი და სამარშრუტო მიკროავტობუსი საავტობუსო ზოლს, რაც ამჟამად მათთვის აკრძალულია და ჯარიმით ისჯება. ტაქსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები შეძლებენ გაჩერებასაც საავტობუსო ზოლზე, თუ ეს არ შეაფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას და არ შექმნის „საცობს“.ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ ტაქსებზე, რომლებსაც სპეციალური ლიცენზია გააჩნიათ.ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24780/40/247804051_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_aeed47dae2edaeea8a96644319602116.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო მანქანები ტროტუარები ველობილიკები დგომა გაჩერება
საქართველო მანქანები ტროტუარები ველობილიკები დგომა გაჩერება
საქართველოში მანქანები ტროტუარებსა და ველობილიკებზე ვეღარ გაჩერდებიან
21:17 03.05.2022 (განახლებულია: 23:13 03.05.2022) ცვლილებები საქალაქო ტაქსებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლზე მოძრაობის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საპარლამენტო კომიტეტებმა დაიწყეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ტროტუარებზე პარკირების აკრძალვას ითვალისწინებს.
ცვლილებების მიხედვით, აიკრძალება სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დგომა ველობილიკებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლებზე, ქვეითად მოსიარულეთა ბილიკებსა და ტროტუარებზე.
ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალება დაუყოვნებლივ დაექვემდებარება საჯარიმო სადგომზე გადაყვანას.
კანონმდებლობაში დაგეგმილია კიდევ ერთი ინიციატივა – მუნიციპალიტეტი შეძლებს განსაზღვროს, სად გადაკვეთს ტაქსი და სამარშრუტო მიკროავტობუსი საავტობუსო ზოლს, რაც ამჟამად მათთვის აკრძალულია და ჯარიმით ისჯება. ტაქსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები შეძლებენ გაჩერებასაც საავტობუსო ზოლზე, თუ ეს არ შეაფერხებს ტრანსპორტის მოძრაობას და არ შექმნის „საცობს“.
ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ და მხოლოდ იმ ტაქსებზე, რომლებსაც სპეციალური ლიცენზია გააჩნიათ.
ცვლილებები ძალაში შევა სამი მოსმენით მიღებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.