https://sputnik-georgia.com/20220503/samcxe-javaxetshi-pirutkvs-kirim-kongoze-amushaveben-266398276.html
სამცხე-ჯავახეთში პირუტყვს ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ ამუშავებენ
სამცხე-ჯავახეთში პირუტყვს ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ ამუშავებენ
Sputnik საქართველო
სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას აგრძელებს. 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T18:12+0400
2022-05-03T18:12+0400
2022-05-03T22:32+0400
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24855/28/248552894_0:0:3129:1761_1920x0_80_0_0_537199d7ebcb0de22471e3015ed301bb.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება დაიწყო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.რეგიონის ვეტერინარებმა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში 3.290 სული პირუტყვი უკვე დაამუშავეს.სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ. მინდორში მუშაობისას პროფილაქტიკის მიზნით ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული.ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა. მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24855/28/248552894_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_5d3d34763b7302c8ac5717054f152d31.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საზოგადოება, ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთში პირუტყვს ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ ამუშავებენ
18:12 03.05.2022 (განახლებულია: 22:32 03.05.2022) სურსათის ეროვნული სააგენტო ყირიმ-კონგოს ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარებას აგრძელებს.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყირიმ-კონგოს საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავება დაიწყო, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
რეგიონის ვეტერინარებმა ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სოფლებში 3.290 სული პირუტყვი უკვე დაამუშავეს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) - განსაკუთრებით საშიში ბუნებრივ-კეროვანი მწვავე ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია და სისხლის ჩაქცევები კანსა და შინაგან ორგანოებში.
სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები, ინსტრუქციის წესების გათვალისწინებით, ინსექტოაკაროციდული პრეპარატით დაამუშაონ, ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ. მინდორში მუშაობისას პროფილაქტიკის მიზნით ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხოლო დაავადების ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში დაუყონებლივ მიმართონ ექიმს.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად ყირიმ-კონგოს ცხელების დიაგნოზით სამი პაციენტია მოთავსებული.
ყირიმ-კონგოს დაავადება პირველად 1944 წელს ყირიმში გამოვლინდა. იგი ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა. მისი გამომწვევი ვირუსი Bunyaviridae-ს ოჯახს, Nairovirus-ის გვარს მიეკუთვნება. დაავადების გადამტანები არიან ტკიპები, რომლებიც მთელი სიცოცხლე ვირუსმტარებლები რჩებიან და ვირუსს შთამომავლობას გადასცემენ.