რა პერსპექტივები აქვს საქართველოს ეკონომიკას - საინვესტიციო კომპანიის შეფასება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
სექტორალური ბრუნვის, ტურიზმისა და ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლების საფუძველზე პროგნოზი აპრილში ეკონომიკის ვარდნას არ მიუთითებს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკა ვითარდება პროგნოზების ფარგლებში და ინარჩუნებს თავის სტაბილურობას – ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე სიტუაციასთან დაკავშირებით ТВС Сapital-მა მთავარი ეკონომისტის შეფასება გამოაქვეყნა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წლის მარტში საქართველოს მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 10,6% შეადგინა, ხოლო პირველ კვარტალში საშუალო მაჩვენებელმა 14,4% შეადგინა.

„ქვეყანაში მოვლენები ვითარდება 2022 წელს ეკონომიკის ზრდის 5,5%-ის დონეზე პროგნოზირებული მაჩვენებლის თანახმად. ეს პროგნოზი ადასტურებს მარტში დაფიქსირებულ მშპ-ის ზრდას 10,6%-ის დონეზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან ეკონომისტი აღნიშნავს, რომ ექსპორტის, მიგრაციისა და ტურიზმის მაღალი მაჩვენებლების პირობებში იმპორტს, დაკრედიტებას და ფისკალურ სტიმულებს ახასიათებს ზომიერი პარამეტრები. ფულადი გზავნილების კუთხით კი ტენდენცია პროგნოზებს ამართლებს.
„ჯერჯერობით საბაზო სცენარის შემუშავება რთულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ უახლესი ინდიკატორები მიუთითებენ უფრო ძლიერ ზრდას ჩვენს ისედაც ოპტიმისტურ პროგნოზთან შედარებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.
ამასთან აღნიშნულია, რომ სექტორალური ბრუნვის, ტურიზმისა და ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლების საფუძველზე პროგნოზი აპრილში ეკონომიკის ვარდნას არ მიუთითებს.
საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–მარტში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 9,2%-ით გაიზარდა და 545,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მშპ-ის ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ სფეროებში: ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, მშენებლობა, ხელოვნება, დასვენება და გართობა, სამთომომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-იანი ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან აღდგენა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაც აისახება ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადარიცხვების და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
2021 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 10,4% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0