პუტინმა არამეგობრულ ქვეყნებს ეკონომიკური სანქციები დაუწესა: ქვეყნდება ბრძანებულება

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ზოგი უცხოური სახელმწიფოს არამეგობრული ქმედებების წინააღმდეგ საპასუხო ეკონომიკური ზომების შესახებ. დოკუმენტი გამოქვეყნებულია სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე.

„ფედერალურმა სამთავრობო ორგანოებმა, რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ორგანოებმა, სხვა სახელმწიფო ორგანოებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა, ორგანიზაციებმა და პირებმა, რომლებიც რუსეთის ფედერაციის იურისდიქციაში არიან, თავიანთ საქმიანობაში უნდა იმოქმედონ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრძნებულების ძალაში შესვლის დღიდან მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ცალკეულ იურიდიულ, ფიზიკურ პირებთან და ორგანიზაციებთან მიმართებაში გამოიყენება სპეციალური ეკონომიკური ზომები“, — ნათქვამია ბრძანებულებაში.

აღნიშნული დოკუმენტი კრძალავს საპასუხო სანქციების ქვეშ მოქცეულ უცხოურ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გარიგებებსა და ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე ასეთი პირების სასარგებლოდ ქვეყნიდან ნედლეულისა და პროდუქციის ექსპორტს.
მთავრობას დაევალა, ათი დღის ვადაში შეადგინოს შესაბამისი ჩამონათვალი და დაადგინოს ტრანზაქციების დამატებითი კრიტერიუმები.
დოკუმენტი ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან და მოქმედებს სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებების გაუქმებამდე.
ყველა ახალი ამბავი
0