Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვინ არის ჰოლივუდის ყველაზე პოპულარული ძიძა, რომელსაც 250-ზე მეტი ბავშვი ჰყავს აღზრდილი

© AFP 2024 / TIZIANA FABIჯორჯ და ამალია კლუნები
ჯორჯ და ამალია კლუნები - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
„ჰოლივუდის სუპერ ძიძა“ – ასე უწოდებენ ამერიკელ კონი სიმპსონს, რომელმაც 30-წლიანი კარიერის განმავლობაში 250-ზე მეტი ბავშვის აღზრდაში მიიღო მონაწილეობა.
კონი ისეთი ცნობილი ადამიანების შვილების ძიძა იყო, როგორებიც არიან ჯორჯ და ამალ კლუნები, ჯასტინ ტიმბერლეიკი, ემილი ბლანტი, ჯონ კრასინსკი, ჯესიკა ბილი, მეტ დეიმონი, ბრუკ შილდსი.

„ახალგაზრდა მშობლებს ყოველთვის სჭირდებათ ვიღაც, ვინც მათ დაეხმარება, დააიმედებს და დაამშვიდებს. სწორედ ამისთვის ვარ მე. ვცდილობ ოჯახებს რთული პერიოდები შევუმსუბუქო და მათ გვერდში ვიყო“, – ამბობს ძიძა კონი.

კონი აღნიშნავს, რომ შვილების აღზრდის პროცესში, რიგითი ადამიანების მსგავსად, ჰოლივუდის ვარსკვლავებსაც უამრავ სირთულეებთან უწევთ გამკლავება. არც მშობიარობის შემდგომი სტრესი, მომატებული კილოგრამები და უძილობაა ცნობილებისთვის უცხო.

„ბრუკ შილდსი მშობიარობის შემდეგ პოსტტრავმული დეპრესიით იტანჯებოდა. მას ძუძუთი კვების პრობლემაც ჰქონდა. მახსოვს, როდესაც დამირეკა, ძალიან შეშინებული იყო. ლუსიანა ბაროსო და მეტ დეიმონი იმაზე ნერვიულობდნენ, როგორ მოემზადებინათ ბავშვის ოთახი. ემილი ბლანტი მომატებულ კილოგრამებზე ღელავდა. ჯესიკა ალბამ და მისმა ქმარმა კი არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, როდესაც მათ შვილს მუცლის შებერილობა აწუხებდა და პანიკაში იყვნენ“, – აღნიშნავს კონი.

ასეთ დროს ძიძა კონი, რომელსაც მერი პოპინსის მსგავსად ჩემოდანი წასასვლელად ყოველთვის მზად აქვს, აღელვებულ მშობლებთან მიდის და პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. როგორც ჯესიკა ბილმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, ძიძა კონი მშობიარობის შემდეგ მას გვერდიდან არ მოშორებია.
„საილასის დაბადების შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. კონის ღამღამობით, როცა მე ბავშვის ძუძუთი გამოკვებას ვცდილობდი, ჩემი თავი და ხელი ეჭირა, როცა ვტიროდი. წარმოდგენაც არ მინდა მისი რჩევების გარეშე როგორ ვიქნებოდი“, – იხსენებს ჯესიკა ბილი.
თუმცა, სანამ კონი ჰოლივუდის სუპერ ძიძა გახდებოდა, პროფესია რამდენჯერმე შეიცვალა. თავი რომ ერჩინა, ის კაფეტერიაში მუშაობდა, იყო მცხობელი და მიმტანი. რაღაც დროის განმავლობაში მასწავლებლის ამპლუაც მოირგო. ერთ დღეს კი გააცნობიერა, რომ მშობლებს შვილების აღზრდაში განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდათ და გადაწყვიტა ძიძად დაეწყო მუშაობა.
2018 წელს მან დაწერა წიგნი სახელწოდებით „კონის გზა: მშობლობის საიდუმლო პირველი ოთხი თვის განმავლობაში“. ნაშრომი მშობლების მთავარ გზამკვლევად იქცა. კონი ახალბედა დედებს ურჩევს, რომ ღამის რუტინას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. მისი თქმით, სინათლის ჩაქრობა, თბილი აბაზანის მიღება და მუსიკის ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია.
მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ჰოლივუდში თანხმდებიან, რომ მშობლების შემდეგ ბავშვებისთვის ძიძა ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია და მისი შერჩევისას მშობლებს განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ.
ყველა ახალი ამბავი
0