ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის საფონდო ბირჟა
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,67%-ით შემცირდა და 86,19 დოლარი შეადგინა, მოგება შეადგენს 6,78%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,08%-ით გაიზარდა, ვაჭრობა დაიხურა 5,11% მოგებით 101,09 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 96,35 პუნქტის ფასით, 8,29% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,25%-ით შემცირდა.
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,45%-ით შემცირდა 85,77 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 6,89%-ს.
აქციებით ვაჭრობა
Galt&Taggart-ის ინფორმაციით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის" აქციებზე ფასი ერთ კვირაში 3%-ით შემცირდა და ერთ აქციაზე 12,28 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 201 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 12,1–12,72 ფუნტის დიაპაზონში.
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 1,14%-ით და ერთ აქციაზე 6,08 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 608 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,9-6,16 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 2,32%-ით შემცირდა 12,62 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 209 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 11,94–12,96 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0