https://sputnik-georgia.com/20220503/mtargmnelobiti-saqmianobis-xelshewyoba-gamarjvebulebi-cnobilia-266383340.html
„მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა“ - გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები
„მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა“ - გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები
Sputnik საქართველო
კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა, მისი ბიუჯეტი 50 ათას ლარს შეადგენდა. 03.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-03T11:02+0400
2022-05-03T11:02+0400
2023-08-17T19:46+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004655_0:30:2000:1155_1920x0_80_0_0_3f9cce989162a2870c61b8947e973b1c.jpg
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.სამინისტრომ თანამედროვე ნაწარმოებების ქართულიდან აფხაზურ და ოსურ, ასევე აფხაზურიდან და ოსურიდან ქართულად თარგმნა–გამოცემაზე კონკურსი აპრილის დასაწყისში გამოაცხადა.კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმანების განხორციელების გზით.სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში სამმა პროექტმა გაიმარჯვა:კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა, მისი ბიუჯეტი 50 ათას ლარს შეადგენდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს ხუთმა განმცხადებელმა მიმართა.გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს კულტურის სამინისტრო გეგმავს საზეიმოდ აღნიშნოს აფხაზური ენის დღე, რომელიც, ქართულ ენასთან ერთად, საქართველოში, აფხაზეთში სახელმწიფო ენაა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მოცემული კონკურსი აფხაზური ენის დღის ღირსეულად აღნიშვნას შეუწყობს ხელს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004655_102:0:1882:1335_1920x0_80_0_0_c3e2b0bde1302acc8ae3ddc21b1638da.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
„მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა“ - გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები
11:02 03.05.2022 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა, მისი ბიუჯეტი 50 ათას ლარს შეადგენდა.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ კონკურსის „მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობა (ქართული, აფხაზური, ოსური)“ გამარჯვებული პროექტები გამოავლინა.
სამინისტრომ თანამედროვე ნაწარმოებების ქართულიდან აფხაზურ და ოსურ, ასევე აფხაზურიდან და ოსურიდან ქართულად თარგმნა–გამოცემაზე კონკურსი აპრილის დასაწყისში გამოაცხადა.
კონკურსის მიზანია ქართულ-აფხაზური, ასევე ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული კავშირების აღდგენა და გაღრმავება თანამედროვე ლიტერატურული ნიმუშების თარგმანების განხორციელების გზით.
სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში სამმა პროექტმა გაიმარჯვა:
„ქართველი და აფხაზი მწერლების ერთობლივი წიგნი“. პროექტის განმახორციელებელი - ახალგაზრდა ხელოვანთა ცენტრი. გურამ ოდიშარიას რომანს „პრეზიდენტის კატა“ აფხაზურ ენაზე თარგმნის დაურ ნაჭყებია. დაურ ნაჭყებიას რომანს „ღამის ნაპირი“ აფხაზურიდან თარგმნის გურამ ოდიშარია. ორივე თარგმანი ერთ წიგნად გამოიცემა.
„თანამედროვე ოსი მწერლის მერი ცხოვრებოვას მოთხრობების ქართულ ენაზე გამოცემა“. პროექტის განმახორციელებელი - საერთაშორისო საზოგადოება „კავკასიური მოზაიკა“. მთარგმნელები - ნაირა ბეპიევი და ნინო პოპიაშვილი.
დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. პროექტის განმახორციელებელი - საზოგადოება „აფხაზური სახლი“. აფხაზურ ენაზე თარგმნის რიმა კინწურაშვილი.
კონკურსი წელს პირველად გამოცხადდა, მისი ბიუჯეტი 50 ათას ლარს შეადგენდა. კონკურსის ფარგლებში სამინისტროს ხუთმა განმცხადებელმა მიმართა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს კულტურის სამინისტრო გეგმავს საზეიმოდ აღნიშნოს აფხაზური ენის დღე, რომელიც, ქართულ ენასთან ერთად, საქართველოში, აფხაზეთში სახელმწიფო ენაა. როგორც სამინისტროში განაცხადეს, მოცემული კონკურსი აფხაზური ენის დღის ღირსეულად აღნიშვნას შეუწყობს ხელს.