ჯგუფ L'Impératrice-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

© courtesy of L'Impératriceფრანგული ჯგუფი L'Impératrice
ფრანგული ჯგუფი L'Impératrice - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ფრანგული ბენდი საქართველოს ახალი ალბომის Tako Tsubo მხარდამჭერი ტურის ფარგლებში ეწვევა.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ცნობილი ფრანგული დისკო-პოპ ჯგუფი L'Impératrice 15 აგვისტოს შეკვეთილში, Black Sea Arenа-ს სცენაზე კონცერტს გამართავს, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ფრანგი შემსრულებლები მსმენელის წინაშე წარდგებიან ღია სივრცეში – Black Sea Arena-ს ექსპერიმენტულ ტერიტორიაზე Front Stage. კონცერტის ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 2022 წელს კონცერტის გარეშე არ ჩაევლო, ამიტომ გადავწყვიტეთ ერთგვარი ექსპერიმენტული კონცერტი გაგვეკეთებინა და ამისთვის Black Sea Arena-ს ეზო გამოგვეყენებინა. L’Imperatrice უკვე ჩამოყალიბდა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფრანგულ ბენდად და მათი მუსიკა ღია სივრცეს ძალიან უხდება“, – ნათქვამია Black Sea Arena-ს განცხადებაში.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ Black Sea Arena-ს ვებ-გვერდზე.
ჯგუფი 2012 წელს დაარსდა. მის რეპერტუარში შერწყმულია თანამედროვე დისკო და ფრანგული პოპ-მუსიკა.
L'Impératrice-ში ექვსი წევრია. ცხრა წლის განმავლობაში ჯგუფმა ჩაწერა ორი ალბომი და რამდენიმე მინი-ფირფიტა.
მათი ბოლო ნამუშევარი, ალბომი Tako Tsubo 2021 წელს გამოვიდა. ფრანგული ბენდი საქართველოს სწორედ ამ ალბომის მხარდამჭერი ტურის ფარგლებში ეწვევა.
ყველა ახალი ამბავი
0