დეპუტატი: სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარებით მანიპულირებს

© AP Photo / Irakli Gedenidze Poolმიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე
მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
2 მაისის საღამოს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს – სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობით ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომიდან მანიპულირებს, განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ გურამ მაჭარაშვილმა.
მსჯავრდებული სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გაუარესდა, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. სააკაშვილის ახლობლები, ადვოკატები და მის მიერ შექმნილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმარს უწოდებენ.

„მსჯავრდებულმა სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობით მანიპულირება შემოდგომაზე დაიწყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. შემდეგ ამას მოჰყვა რიგი პოლიტიკური განცხადებები სასამართლო პროცესებზე, რომლებმაც შედეგი ვერ გამოიღო. ახლა ისინი კვლავ დაუბრუნდნენ „პირველ ჩვენებას“, რომელსაც ეწოდება მისი (სააკაშვილის) ჯანმრთელობით მანიპულირება“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საზოგადოებას არ სჯერა სააკაშვილისა და მისი მომხრეების განცხადებების, რადგანაც არავინ საუბრობს იმაზე, კონკრეტულად რომელი სამედიცინო მომსახურება არ უტარდება ექს-პრეზიდენტს.
„თუ მას საზღვარგარეთ უნდა წასვლა, მაშინ ეს ვერ გახდება მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საბაბი. ამბობენ, რომ შეუძლებელია მისი ციხეში მკურნალობა. თუმცა არ ამბობენ, რატომ არის შეუძლებელი... თუ ადამიანი თვითდაზიანებებს მიიყენებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას უკურნებელი დაავადება აწუხებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
2 მაისის საღამოს ამოიწურა ულტიმატუმის ვადა, რომელიც ექს-პრეზიდენტის ოჯახის წევრებმა ხელისუფლებას წაუყენეს. სააკაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციებს, მათ შორის, მასშტაბურ მანიფესტაციას აანონსებს.
ყველა ახალი ამბავი
0