https://sputnik-georgia.com/20220503/cexuri-kompania-saqartvelos-sahaero-metvalyureobis-xarisxis-gaumjobesebasi-daexmareba-266404968.html
ჩეხური კომპანია საქართველოს საჰაერო მეთვალყურეობის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება
ჩეხური კომპანია საქართველოს საჰაერო მეთვალყურეობის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
ჩეხური კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროგრამული უზრუნველყოფის ახალ კონფიგურაციას ჩაატარებს.
2022-05-03T21:43+0400
2022-05-03T21:43+0400
2022-05-03T23:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჩეხეთი
ავიამიმოსვლა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24711/53/247115317_1:0:1000:562_1920x0_80_0_0_8d06bb7393347b5836b20b11270b0cb9.png
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. შპს „საქაერონავიგაციამ“ და ჩეხურმა კომპანიამ ALES s.r.o. ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში არსებული, „საქაერონავიგაციის“ კუთვნილი სარეზერვო სისტემა LETVIS ATC-ს მოდერნიზებასა და გადაწყობას, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.ხელშეკრულების მიხედვით, ჩეხური კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროგრამული უზრუნველყოფის ახალ კონფიგურაციას შექმნის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანიის ALES s.r.o კომერციულმა დირექტორმა მიროსლავ ანდრმა.კერძოდ, განხორციელდა საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის ჰორიზონტალური და ვერტიკალური საზღვრების, საჰაერო ხომალდის სიმაღლის საზომის დასაყენებლად დადგენილი გადასვლის აბსოლუტური სიმაღლის და გადასვლის ეშელონის ცვლილება.ასევე დადგინდა საჰაერო ხომალდის და ვექტორის მინიმალური სიმაღლეები და ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო ზონის ახალი ჰორიზონტალური საზღვრები.უწყების ინფორმაციით, პროგრამული კონფიგურაციის საფუძველზე მიღებული მონაცემები საჭიროა საჰაერო მეთვალყურეობის სამსახურის მეთვალყურეებისთვის, რათა მათ მიერ მოხდეს საჰაერო სივრცის სრული სურათის აღქმა და, შესაბამისად, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.ხელშეკრულების მიხედვით, ჩეხური კომპანია სისტემების განახლებისა და კონფიგურაციის შეცვლის სერვისს განახორციელებს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემების პროცედურების შესაბამისად და ის სრულ თანხვედრაში იქნება ICAO/EUROCONTROL-ის რეკომენდაციებთან.
საქართველო
ჩეხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24711/53/247115317_133:0:882:562_1920x0_80_0_0_8c1b5630d0e16681a4536b910f8cb289.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჩეხეთი კომპანია საქართველო საჰაერო მეთვალყურეობა ხარისხი გაუმჯობესება დახმარება საქაერონავიგაცია ales s.r.o. აეროპორტი
ჩეხეთი კომპანია საქართველო საჰაერო მეთვალყურეობა ხარისხი გაუმჯობესება დახმარება საქაერონავიგაცია ales s.r.o. აეროპორტი
ჩეხური კომპანია საქართველოს საჰაერო მეთვალყურეობის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება
21:43 03.05.2022 (განახლებულია: 23:18 03.05.2022) ჩეხური კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროგრამული უზრუნველყოფის ახალ კონფიგურაციას შექმნის.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. შპს „საქაერონავიგაციამ“ და ჩეხურმა კომპანიამ ALES s.r.o. ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში არსებული, „საქაერონავიგაციის“ კუთვნილი სარეზერვო სისტემა LETVIS ATC-ს მოდერნიზებასა და გადაწყობას, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახური.
ხელშეკრულების მიხედვით, ჩეხური კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პროგრამული უზრუნველყოფის ახალ კონფიგურაციას შექმნის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს შპს „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა გოჩა მეზვრიშვილმა და კომპანიის ALES s.r.o კომერციულმა დირექტორმა მიროსლავ ანდრმა.
გოჩა მეზვრიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემების განახლებისა და კონფიგურაციის შეცვლის საჭიროება განაპირობა საჰაერო სივრცის სტრუქტურულმა და პროცედურულმა ცვლილებებმა.
კერძოდ, განხორციელდა საკვანძო სამეთვალყურეო რაიონის ჰორიზონტალური და ვერტიკალური საზღვრების, საჰაერო ხომალდის სიმაღლის საზომის დასაყენებლად დადგენილი გადასვლის აბსოლუტური სიმაღლის და გადასვლის ეშელონის ცვლილება.
ასევე დადგინდა საჰაერო ხომალდის და ვექტორის მინიმალური სიმაღლეები და ჩამოყალიბდა სამეთვალყურეო ზონის ახალი ჰორიზონტალური საზღვრები.
უწყების ინფორმაციით, პროგრამული კონფიგურაციის საფუძველზე მიღებული მონაცემები საჭიროა საჰაერო მეთვალყურეობის სამსახურის მეთვალყურეებისთვის, რათა მათ მიერ მოხდეს საჰაერო სივრცის სრული სურათის აღქმა და, შესაბამისად, ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
ხელშეკრულების მიხედვით, ჩეხური კომპანია სისტემების განახლებისა და კონფიგურაციის შეცვლის სერვისს განახორციელებს ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემების პროცედურების შესაბამისად და ის სრულ თანხვედრაში იქნება ICAO/EUROCONTROL-ის რეკომენდაციებთან.