„საქართველოს რკინიგზამ“ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

© courtesy of Georgian Railwayთბილისი–ბათუმის მატარებელი
თბილისი–ბათუმის მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
დამატებითი რეისები მგზავრებს ათი დღის განმავლობაში მოემსახურება.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო საქართველოს რკინიგზამ 6-დან 15 მაისის ჩათვლით ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისები დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.
კერძოდ, 6-დან 15 მაისის ჩათვლით მატარებელი თბილისიდან 07:00 საათზე გავა და ბათუმში 12:51 საათზე ჩავა. დამატებითი რეისი ბათუმიდან 14:10 საათზე გამოვა და თბილისში 20:00 საათზე ჩამოვა.
მგზავრებს მატარებლების მოძრაობის განრიგის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ „საქართველოს რკინიგზის“ ვებ-გვერდზე.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ვებ-გვერდის საშუალებით; სწრაფი გადახდის აპარატებით; „საქართველოს რკინიგზის" სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.
ყველა ახალი ამბავი
0