ბორჯომში 37 წლის ქალს მეუღლემ ცივი იარაღით 16 ჭრილობა მიაყენა

© photo: Sputnik / ALEX IMEDASHVILI 599166841სასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. ბორჯომში 37 წლის ქალს მეუღლემ ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ნაწილში 16 ჭრილობა მიაყენა. ინფორმაცია ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელდა.
მიყენებული დაზიანებებით ქალი ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტალსში“ მოათავსეს. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში, პოსტოპერაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექიმის განცხადებით, პაციენტს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტი ამ დროისათვის პოსტოპერაციულ განყოფილებაში იმყოფება. სხეულზე 16 ჭრილობა აქვს მიყენებული, დაზიანებული აქვს სხვადასხვა ორგანოები, ფილტვი, თირკმელი და გულ-მკერდის არე. პაციენტი კონტაქტურია“, – განაცხადა კლინიკის ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტის მიზეზი.
ყველა ახალი ამბავი
0