Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ვინ შეიძლება ისარგებლოს უფასო კოვიდ-ტესტებით? ამირან გამყრელიძის განმარტება

© Government of Georgiaამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2022
გამოწერა
ტესტირების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც 1 მარტიდან PCR–ტესტი უფასო აღარ არის.
თბილისი, 3 მაისი — Sputnik. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ანტიგენის სწრაფი ტესტი უფასოა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რიგ დაწესებულებებში სიმპტომიან პირებს სწრაფ ტესტში თანხას ახდევინებენ.

„ზოგადად, დღეს ტესტირება შემცირებულია, რადგანაც მოთხოვნა ნაკლებია. ჩვენ ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 100-200-ის ფარგლებში გვაქვს. ეს შემთხვევები ძირითადად სწრაფი ტესტით ვლინდება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა იმ შემთხვევას აფინანსებს, რომელიც სიმპტომებით მიმდინარეობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის განმარტებით, თუ სიმპტომების მქონე პაციენტს ტესტში თანხის გადახდას სთხოვენ, ეს დარღვევაა.
„იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი მიდის და ამბობს, რომ მას სიმპტომები აქვს, სწრაფი ტესტი უფასო უნდა იყოს. სახელმწიფო ამას აფინანსებს და მან თანხა არ უნდა გადაიხადოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
თებერვალში ტესტირების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც 1 მარტიდან PCR–ტესტი უფასო აღარ არის.
მანამდე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის PCR–ტესტის ჩატარება უფასო იყო. ტესტის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას ექიმი იღებდა და შესაბამის მიმართვას გასცემდა.
ამ დროისათვის ქვეყანაში PCR–ტესტის ჩატარება უფასოა სტრატეგიული ობიექტების თანამშრომლებისთვის, როგორებიც არიან ექიმები, პედაგოგები და ა.შ. რაც შეეხება ანტიგენის სწრაფ ტესტებს, ისინი სიმპტომების მქონე ყველა პირისთვის უფასოა.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 4.638 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 3.223, PCR–ტესტით – 1.415.
იანვარში და თებერვლის დასაწყისში საქართველომ კორონავირუსის მეექვსე ტალღა გადაიარა, რომელიც „ომიკრონ“ შტამს უკავშირდებოდა. აღნიშნულ პერიოდში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 20-24 ათასს აჭარბებდა. 31 იანვარს გამოვლინდა 26 ათასზე მეტი შემთხვევა. თებერვლის შუა რიცხვებიდან კი ეპიდვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დაიწყო. ბოლო დღეებში ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 70-150 არ აჭარბებს.
ეპიდემიოლოგების ვარაუდით, შემოდგომაზე კორონავირუსი კიდევ უფრო დასუსტდება და იგი სეზონურ გრიპად გადაიქცევა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 1.655.221 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1.637.293, ხოლო გარდაიცვალა 16.811 პაციენტი.
კოროვირუსული ინფექციით გამოწვეული პნევმონია ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში გაჩნდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემიის დაწყება 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ აღიარა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0