უნივერსიტეტის სტუდენტებმა დისტანციური სწავლების შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Stringerსტუდენტების აქცია. 2022 წლის 2 მაისი
სტუდენტების აქცია. 2022 წლის 2 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
აქციის მონაწილე სტუდენტები სწავლის ჰიბრიდულ მოდელს მოითხოვენ, რათა რეგიონში მცხოვრებმა სტუდენტებმა სწავლა დისტანციურ რეჟიმში შეძლონ.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა დისტანციური სწავლების შესაძლებლობის შენარჩუნების მოთხოვნით აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების თქმით, თბილისში ბინის ქირის ფასები მკვეთრად გაიზარდა და რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს თბილისში ბინის შოვნა უჭირთ.

„ათასობით სტუდენტია რეგიონებიდან, ისინი გაძვირებული ბინის ქირის გამო ვერ ახერხებენ ორი თვის განმავლობაში ჩამოსვლას, დაბინავებას და სწავლას“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეები აუდიტორიებში სწავლის დაწყებას აპროტესტებენ და მოითხოვენ სასწავლო პროცესის ჰიბრიდული მოდელით გაგრძელებას, რათა რეგიონებში მცხოვრებმა სტუდენტებმა დისტანციურად სწავლა შეძლონ.
სტუდენტების პროტესტი ერთი თვეა გრძელდება.
საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პანდემიის გამო სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა. მეორე სემესტრიდან ზოგიერთ უნივერსიტეტში სწავლა აუდიტორიებში გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0