მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტრამპი: რუსეთის ბირთვული რიტორიკა აშშ-სადმი უპატივცემულობას ადასტურებს

© AP Photo / SEAN RAYFORDდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. რუსეთის ხელისუფლება ბირთვული იარაღის შესახებ თავისი რიტორიკით აშშ-ის ლიდერობისადმი უპატივცემულობას ავლენს, მიაჩნია ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
ამის შესახებ მან ნებრასკაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს ხდება მაშინ, როდესაც პუტინი გამუდმებით ლაპარაკობს ბირთვულ იარაღზე. ამაზე არავინ არასდროს არ საუბრობდა, ამაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ეს აკრძალული სიტყვაა, ვინაიდან ის ძალიან დამანგრეველია. [ვლადიმირ პუტინი] კი ამაზე გამუდმებით ლაპარაკობს, ვინაიდან ჩვენს ლიდერობას პატივს არ სცემს“, — აღნიშნა ტრამპმა.

მისი განცხადებით, შეერთებულ შტატებს ახლა ჰყავს პრეზიდენტი, „რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება“, და რომელმაც იმაზე მეტი ზიანი მიაყენა ამერიკას, ვიდრე ეს ქვეყნის ყველაზე ცუდმა ხუთმა პრეზიდენტმა შეძლო.
„თქვენ შეგილიათ ერთად აიღოთ ყველაზე ცუდი ხუთი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში და ნახავთ, რომ ისინი ვერ შეძლებდნენ და არც მიუყენებიათ ისეთი ზიანი შტატებისთვის, რაც ბაიდენმა მიაყენა ჩვენს ქვეყანას სულ რაღაც 16 თვეში“, — თქვა დონალდ ტრამპმა მიტინგზე, რომელიც ადგილობრივი ტელევიზიით გადაიცემოდა.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბირთვული ომის რისკი რეალურია, ვინაიდან არსებობს ამ საფრთხის ხელოვნურად გაღვივების არაერთი მსურველი. ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი არავის ემუქრება ბირთვული ომით, და რომ ამ თემაზე ისევ დასავლეთი საუბრობს.
ყველა ახალი ამბავი
0