Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

თბილისის შემდეგ იმერეთი: ეპიდვითარება რეგიონებში

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსავაჭრო ცენტრი
სავაჭრო ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2022
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.655.221-ს მიაღწია.
თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 51 შემთხვევიდან ყველაზე მეტი — 36 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ კი იმერეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 5, იმერეთი – 3, შიდა ქართლი – 2, კახეთი – 2, გურია – 2, სამცხე-ჯავახეთი – 1.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1.637.293-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 1 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 16.811-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 1.091 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 286 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 165, იმერეთში – 72, აჭარაში – 9.
რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 67 პირი, მათ შორის, თბილისში – 45, იმერეთში – 7, აჭარაში – 5.
805 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 51-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 1.655.221-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0